პატრიარქის საახალწლო მილოცვა: ,,დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს…“

„ჩვენო სულიერო შვილებო. ქალბატონები და ბატონებო, გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას.
გვიფიქრია იმაზე რა არის ბედნიერება? პასუხს გვაძლევს თვით უფალი 10 მცნებაში. პატივი ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.
ვაკეთოთ სიკეთე. დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას. ერთ ადამიანს უთქვამს, ვინც რას აკეთებს თავისთავს უკეთებს. ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება. გლოცავთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო. კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ დამარიდის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“