კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თურქეთის მთავრობას სომას მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა

მის აღმატებულებას, თურქეთის პრემიერ-მინისტრს,ბატონ რეჯიფ ტაიპ ერდოღანს, მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს,ბატონ აბდულა გიულის,მის აღმატებულებას, თურქეთის რელიგიის მინისტრს, ბატონ მეჰმეთ გიორმეზისს
თქვენთან ერთად დიდად ვწუხვართ 14 მაისს თურქეთში, ქ. სომას მაღაროში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ბევრიც დაშავდა. მძიმეა ეს განსაცდელი, განსაკუთრებით დაზარალებულთა ოჯახებისა და ახლობლებისათვის. გთხოვთ, მათ გადასცეთ ჩვენი თანადგომაც.აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ჩვენი ქვეყნები და მსოფლიო დაიცვას მსგავსი განსაცდელისაგან და მოგვანიჭოს მშვიდობა.ღრმა პატივისცემით,
ილია IIსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი