საქართველოს საპატრიარქოს განცხადება


ა.წ. 14 მარტს ბატონ როლანდ ახალაიას მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად გვინდა განვმარტოთ, რომ საერთოდ, ყველა ეპარქიას უნდა ჰქონდეს საეპისკოპოსო რეზიდენცია, ანუ ეპარქიის სამმართველო ცენტრალური ადგილი. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კი ასეთი ცენტრი არ ჰქონდა; (და დღემდე არ გააჩნია). ამიტომაც 2009 წელს ქ. ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობის დროს, დაისვა ეს საკითხი და ბატონმა როლანდმა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, გამოთქვა მზადყოფნა, ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი (როგორც დე-ფაქტო სასაზღვრო ზოლში), სახლის აშენების შესახებ.
თუმცა ეს ნათქვამი არ განხორციელებულა და რაიმე რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა.
15.03.2014.