დღეს, 29 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იუვალ ფუქსი და საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი ავიშაი ბათაშვილი.ელჩმა და მთავარმა რაბინმა მადლობა გადაუხადეს უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს ებრაელ და ქართველ ხალხს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის.საუბარი შეეხო კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას საქართველოს გამწვანების ფონდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მთავარი რაბინის თქმით, ქართველ ებრაელთა თემიც მიიღებს მონაწილეობას ამ საქმეში.უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღნიშნა, რომ ქართველთა და ებრაელთა მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები სამაგალითო უნდა იყოს სხვა ერებისთვის და ორ სახელმწიფოს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხზე მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ქარტველი მომლოცველების რიხცვის გაზრდას წმიდა მიწაზე და კიდევ უფრო დააახლოებს ისრაელსა და საქართველოს, რაც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.დასასრულს, საქართველოს მთავარმა რაბინმა კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ქართულ და ებრაულ ენებზე ფსალმუნთა წიგნი აჩუქა. პატრიარქმა ელჩს და მთავარ რაბინს ასევე მიართვა სამახსოვრო საჩუქარები.შეხვედრას კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, ბ-ნი ლაშა ჟვანია ესწრებოდა.