საპატრიარქოს განცხადება

როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“ განაცხადა, რომ აქვთ სურვილი, და უკვე შემოწირულობების შეგროვებაც დაიწყეს, მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფარის დასაარსებლად. „იდენტობა“ ჰომოსექსუალთა და სხვა სქესობრივი უმცირესობების უფლებების დამცველი და მათი აქტიური მხარდამჭერია. ბუნებრივია, იქმნება საშიშროება იმისა, რომ მათი „მზრუნველობის“ ქვეშ მოქცეულ არასრულწლოვანებთან ცხოვრების ასეთი წესი იქნას წახალისებული ან, დიდი ალბათობით, ისინი ამგვარი ორიენტაციის მიმდევრები გახდნენ, რაც ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული – პირადი ცხოვრების უფლების – დარღვევას წარმოადგენს. ეს კი მიუღებელია, როგორც ეკლესიისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, და მიგვაჩნია, რომ მიუსაფარ ბავშვებზე მზრუნველობა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოსთან კოორდინირებით, მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, და არა მხოლოდ „იდენტობის“ შეხედულებისამებრ, – დამოუკიდებლად, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვების პირად ცხოვრებაზე და არჩევანზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხე მეტ-ნაკლებად მოხსნილი იქნება.