4 იანვარს, დღის 12 საათზე, სიონის საპატრარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, სამღვდელოებასთან ერთად, აღავლინა სამადლობელი პარაკლისი. პარაკლისის დადასრულს უწმინდესმა და უენატრესმა ილია II-მ მრევლს სიტყვით მიმართა: `დიდია წყალობა ღვთისა საქართველოსა ზედა და ჩვენ მადლობას ვუხდით მას ამ დიდი წყალობისათვის! მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ ყველას თქვენი დიდი სიყვარულისა და ლოცვებისათვის!~