კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წელთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოვდება მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრემიით – ”განსაკუთრებული დამსახურებისათვის მართლმადიდებელ ხალხთა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში”. პრემია ყოველწლიურია და მას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გადასცემს სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერებს, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მომავალი წლის დასაწყისში მოსკოვშია მიწვეული რათა 23 იანვარს ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში შედგეს პრემიის საზეიმო გადაცემა.