როგორც შეგვატყობინეს, ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე (უმეტესად თბილისში) ვრცელდება ცომი (ან პური, თავისი გამოცხობის თანდართული რეცეპტით) თითქოს და წმიდა მატრონას სახელობის მონასტრიდან. წმიდა მატრონას სავანე თავის ოფიციალურ საიტზე მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ ეს სიცრუეა და ამ ცომსა და პურთან მონასტერს არავითარი კავშირი არ აქვს (იხ. http://www.pokrov-monastir.ru/?include=static&page_id=98 _ განცხადება განთავსებულია აღნიშნული გვერდის ბოლოში ).გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფხიზლე და ნუ მიიღებთ ამ საეჭვო წარმომავლობის ცომეულს; ასევე გააფრთხილეთ სხვებიც.