შეხვედრა პატრიარქთან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია II დღეს საპატრიარქოში ქართველ, აფხაზ, ოს და მსოფლიოს შვიდი ქვეყნიდან ჩამოსულ ბავშვებს შეხვდა.
შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. საუბარი ძირითადად ქართველი და აფხაზი ერების მეგობრობასა და ამ თბილი ურთიერთობების აღდგენას შეეხო. კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა ფინეთ-საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია ,,ევრიკა”-ს ინიციატივითა და საქართველოში ჩამოსული ახალგაზრდების სურვილით შედგა.
ბავშვები, რომლებიც საქართველოს პროექტ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში ეწვივნენ, კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა და თითოეული მათგანი საგალობლების კომპაქტ დისკებით დაასაჩუქრა.