საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადებიდან 77 წელი უსრულდება.
ვინაიდან მრევლის დიდი სურვილია პირადად მიულოცოს ეს დღე პატრიარქს, ამის საშუალება მათ მიეცემათ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მისი უწმიდესობა, სამღვდელოებასთან ერთად ორშაბათს საღამოს, 18.00 საათზე, გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს მრევლს.