ეპარქიები
ცისკარზე – სახარება VIII: ინ. XX, 11-18. [დას. ჲდ(64)].
ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. XVI, 16-34. [დას. ლჱ(38)]. ინ. IX, 1-38. [დას. ლდ(34)].
† † † † † † †
11 ხოლო † (მას ჟამსა შინა, †) მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთაჰხედა საფლავსა მას 12 და იხილნა ორნი ანგელოზნი სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი. 13 და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“ ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. 14 ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს. 15 ჰრქუა მას იესუ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ?“ მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წამოვიღო იგი“. 16 ჰრქუა მას იესუ: „მარიამ“. მიიხილა მან გარე და ჰრქუა ებრაელებრ: „რაბბუნი!“ (რომელსა ჰრქჳან: <<მოძღუარ>>), და მირბიოდა შემთხუევად მისა. 17 ჰრქუა მას იესუ: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა. წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: „აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“. 18 მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.
† † † † † † †
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, XVI, 16-34. [დას. ლჱ(38)]:
საქმ. XVI: 16 და იყო, ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ † (მათ დღეთა შინა (და) იყო, ვითარ წარვიდოდეთ [ჩუენ] მოციქულნი †) ლოცვად, მჴევალი ვინმე წინაშემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა. 17 ესე მოგუდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: „ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა“. 18 და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: „გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან“. და განვიდა მასვე ჟამსა. 19 ვითარცა იხილეს უფალთა მის დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაჲ სარეწავისა მათისაჲ, შეიპყრნეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათთა. 20 და მიჰგუარნეს იგინი ერისთავთა მათ და ჰრქუეს: „ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას ჩუენსა, ჰურიანი არიან 21 და მითხრობენ შჯულსა, რომელი არა ჯერ-არს ჩუენდა თავსდებად, არცა ქმნად, რამეთუ ჩუენ კაცნი ჰრომნი ვართ“. 22 და შეკრბებოდა ერი მათ ზედა. და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაჲ. 23 და ვითარ მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა, და ამცნეს საპყრობილის მცველსა მას კრძალულად დაცვაჲ მათი. 24 და მან, ვითარცა ესევითარი მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა. 25 და შუაღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა. და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი. 26 მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეხუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს. 27 და ვითარ განეღჳძა საპყრობილისმცველსა და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ. ეგრეთ ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი. 28 ჴმა-უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: „ნურარას შეიმთხუევ თავსა შენსა ბოროტსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ“. 29 ხოლო მან მოითხოვა სანთელი და შეისწრაფა შინა, და ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას. 30 და გამოიყვანნა იგინი გარე და ჰრქუა: „უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხოვნდე?“ 31 ხოლო მათ ჰრქუეს: „გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხოვნდე შენ და ყოველი სახლი შენი“. 32 და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა, და ყოველთა სახლეულთა მისთა. 33 და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგუემთაგან. და ნათელ-იღო მან და მისთა ყოველთა მეყსეულად 34 და აღიყვანნა იგინი სახიდ თჳსა და დაუგო მათ ტაბლაჲ. და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, IX, 1-38. [დას. ლდ(34)]:
ინ. IX: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა †) წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. 2 ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: „რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ 3 ჰრქუა მათ იესუ: „არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა. 4 და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ. 5 ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ“. 6 და ესე ვითარცა თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან, და სცხო თიჴაჲ იგი თუალთა მის ბრმისათა 7 და ჰრქუა მას: „წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა“ (რომელი ითარგმანების «მოვლინებულად»). წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა. 8 ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?“ 9 სხუანი იტყოდეს: „ესე არს“; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: „არა, არამედ მსგავსი მისი არს“; ხოლო იგი ეტყოდა: „მე ვარ“. 10 ჰკითხვიდეს მას: „ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი?“ 11 მან მიუგო და ჰრქუა მათ: „(კაცსა)* [კაცმან]**, რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თუალთა ჩემთა და მრქუა მე: „წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე“. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ“. 12 ჰრქუეს მას: „სადა არს იგი?“ ხოლო მან ჰრქუა მათ: „არა უწყი“. 13 იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა თუალნი მისნი. 14 მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი-იგი პირველად ბრმაჲ იყო. 15 კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: „ვითარ აღიხილენ?“ ხოლო მან ჰრქუა მათ: „თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ“. 16 იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“. სხუანი იტყოდეს: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ?“ და ცილობაჲ იყო მათ შორის. 17 ჰრქუეს მას, რომელი-იგი (პირველ)* [პირველად]** ბრმაჲ იყო: „შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ ხოლო მან ჰრქუა მათ: „წინაჲსწარმეტყუელი არს“. 18 არა ჰრწმენა ჰურიათა მისთჳს, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა. 19 ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: „ესე არსა ძე იგი თქუენი, რომლისაჲ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: «ბრმაჲ იშვა»? აწ უკუე ვითარ ხედავს?“ 20 მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: „უწყით, რამეთუ ესე არს ძე ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა; 21 ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თჳსისათჳს იტყოდენ“. 22 ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ-ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი. 23 ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: „ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ“. 24 მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: „მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილი არს“. 25 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: „ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ“. 26 მერმე ჰრქუეს მას: „რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ 27 მიუგო და ჰრქუა მათ: „გარქუ თქუენ პირველვე და არა გესმა; რაჲსაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა?“ 28 ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: „შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ. 29 უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“. 30 მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: „საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი. 31 ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთისმსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან. 32 საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი. 33 უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ“. 34 მიუგეს და ჰრქუეს მას: „ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ?“ და განჴადეს იგი გარე. 35 ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: „შენ გრწამსა ძე ღმრთისაჲ?“ 36 მან მიუგო და ჰრქუა: „ვინ არს იგი, უფალო, რაჲთა მრწმენეს იგი?“ 37 ჰრქუა მას იესუ: „იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“. 38 ხოლო მან ჰრქუა მას: „მრწამს, უფალო“, და თაყუანის-სცა მას.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †