ეპარქიები
ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. III, 1-8. [დას. ზ(7)] ინ. II, 12-22. [დას. ზ(7)]. ღმრთისმშობელისა: ფილიპ. II, 5-11. [დას. სმ(240)] ლკ. X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)].
მოციქულისა: 1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)] მთ. XIII, 54-58. [დას. ნვ(56)].
† † † † † † †
საქმჱ მოციქულთაჲ III, 1-8. [დას. ზ(7)]
1 † (მათ დღეთა შინა, ერთბამად †) პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. 2 და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თჳსით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასჳან დღითი-დღე ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველისსაქმისა შემავალთაგან ტაძრად, 3 რომელმან იხილნა პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველისსაქმესა მათგან. 4 მიჰხედა მას პეტრე იოვანეთურთ და ჰრქუა: “მოიხილე ჩუენდა”. 5 ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და მოელოდა მოღებად რასმე მათგან. 6 ჰრქუა მას პეტრე: “ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ: სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა აღდეგ და ვიდოდე!” 7 და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა, და მეყსეულად განემტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი, 8 და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას. და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა*.
* სამწუხაროდ, 2010 წლის სამოციქულოში დამატებულია მე-9 მუხლიც:
9 და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაჲ და აქებდა ღმერთსა.
სახარებაჲ იოვანესი, II, 12-22. [დას. ზ(7)].
12 ამისა შემდგომად † (მას ჟამსა შინა, †) შთავიდა იესუ კაპერნაუმდ, იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი, და მოწაფენი მისნი მის თანა, და მუნ დაადგრა არამრავალ დღე. 13 და მოახლებულ იყო პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ. 14 და პოვნა ტაძარსა მას შინა მოფარდულნი ზროხათანი და ცხოვართანი და ტრედთანი, და მეკერმენი მსხდომარენი. 15 და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაჲ და ცხოვარი; და კერმისმსყიდელთა მათ დაუთხია კერმაჲ და ტაბლები იგი დაუმჴუა. 16 და ტრედისმოფარდულთა მათ ჰრქუა: “აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო”. 17 და მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ წერილ არს: “შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე”. 18 მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: “რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ?” 19 მიუგო იესუ და ჰრქუა: “დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე”. 20 ჰრქუეს მას ჰურიათა: “ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი?” 21 ხოლო იგი იტყოდა ტაძრისათჳს გუამისა თჳსისა. 22 და ოდეს აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ ამისთჳს იტყოდა, და ჰრწმენა წიგნისაჲ და სიტყუაჲ იგი, რომელი (ჰრქუა მათ)* [თქუა]** იესუ.
* ზოგიერთი რედაქციიდან.
** ახალი რედაქციიდან.
† † † † † † †
ფილიპ. II, 5-11. [დას. სმ(240)]
<ძმანო, ესე ზრახვაჲ> იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო, და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა, და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.
ლკ. X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)].
38 და იყო, ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა † (მას ჟამსა შინა, შევიდა იესუ †) დაბასა რომელსამე, და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39 და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40 ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: „უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე“. 41 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42 ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“.
11:27 და იყო, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!“ 28 ხოლო თავადმან თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი!“
† † † † † † †
<ძმანო, ღმერთმან ჩუენ,> მოციქულნი, უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. ჩუენ – სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ – ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ – უძლურ, ხოლო თქუენ – ძლიერ; თქუენ – დიდებულ, ხოლო ჩუენ – გინებულ. ვიდრე (აქა)* [აწინდელად]** ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ***, და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. (მაგინებელთა ჩუენთა)* [გინებულნი]** ვაკურთხევთ, (ვიდევნებით და)* [დევნილნი]** თავს-ვიდებთ; (მგმობართა ჩუენთა ულოცავთ)* [გმობილნი ვჰლოცავთ]*. ვითარცა ნარჩევნი**** სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა (ნასხურ)* [წარსაჴოცელ*****]** მოაქამდე. არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ, რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არამრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** ეფრ. «დაუდგრომელ ვართ» (ἀστατοῦμεν).
**** „ნარჩევნი“ – შდრ. შესაბამისი კომენტარის ექვთიმესეული
თარგმანი: „ვითარცა შეურაცხნი და ყოველთა მიერ საძულელნი და გარეგანსაყრელნი ვიქმნენით ყოვლისავე სოფლისა“ (ექვთ. პავლ. 193). შდრ. ეფრემის თარგმანი: „«ნარჩევ» სახელ-იდვა, რომელი-ესე არს ზოგად ყოველთა ნივთთა შინა უდარესად მყოფი იგი და განსაგდებელი კერძოჲ, ვითარ-იგი მხლისაგან – დამჭნარი და იფქლისაგან – მიწაჲ“ (ეფრ. II, 202).
***** „წარსაჴოცელ“ – ყველა რედაქციაში არის «ნასხურ», რასაც როგორც არქაიზმს და მკითხველისთვის გაუგებარს, ეფრემი ცვლის ტერმინით: «წარსაჴოცელ». შდრ. „«ნასხურ», გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, «წარსაჴოცელ» უწოდა, რომელ არს საბანი რაჲმე გინა თუ მანდილი, რომლითა წარჰჴოციან ოფლი სნეულისაჲ“ (ეფრ. II, 202). შდრ. ი. აბულაძის განმარტება: „ნასხური – სახოცი, მჩვარი; ნაგავი“ (ძვ. ქართ. ენის ლექს.).
<მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ მამულად თჳსად და ასწავებდა ერთა მათ> შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: „ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი? ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ, და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ* და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?“ და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „არა არს წინაჲსწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა“. და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.
* გიორგისეული რედაქციის Sin. 19, Jer. 93,Jer. 102, Jer. 122 გვთავაზობენ ფორმას „იოსე“. სახარების ქართულ რედაქციებში, გარდა ზემომითითებული ნუსხებისა, საზოგადოდ გარჩეულია მათეს მოწმობა (ყველგან «იოსებ/იოსეფ») და მარკოზის მოწმობა (ყველგან «იოსე»), რაც არსებითად იგივეა ბერძნულშიც (მათ შორის უნციალურებში). როგორც ჩანს, აღნიშნული პიროვნება სახელის ამ ორი ფორმით («იოსებ» და «იოსე») იყო ცნობილი, რასაც ვინარჩუნებთ.