ეპარქიები
ცისკარზე – წმ. მარკოზისა: ლკ. X, 1-15. [დას. ნ(50)]
ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. II, 22-36. [დას. ე(5)] ინ. I, 35-51. [დას. დ(4)]. ღმრთისმშობელისა: ფილიპ. II, 5-11. [დას. სმ(240)] ლკ. X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)]. (I-ქართულიდან). მახარებელისა მარკოზისა: 1 პეტ. V, 6-14. [დას. ჲგ(63)]. მკ. VI, 7-13. [დას. კგ(23)];
1 და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოცდაათნი † (მას ჟამსა შინა, გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოცდაათნი მოწაფენი †) და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2 და ეტყოდა მათ: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3 წარვედით! აჰა-ესერა, მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. 4 ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ; და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. 5 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: „მშჳდობაჲ სახლსა ამას!“ 6 და უკუეთუ იყოს მუნ ძე მშჳდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან; უკუეთუ არა – თქუენდავე მოიქცეს. 7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს-არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა; ნუ მიხუალთ სახლითი სახლად; 8 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა 9 და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: „მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ“. 10 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: 11 „აჰა-ესერა, მტუერი, რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ“. 12 გეტყჳ თქუენ: სოდომელთაჲ უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. 13 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. 14 ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს საშჯელსა მას, ვიდრე თქუენ. 15 და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე...“
საქმჱ მოციქულთაჲ II, 22-36. [დას. ე(5)]
22 † (მათ დღეთა შინა, ჰრქუა პეტრე ერსა მას: †) კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით, 23 ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარცნობითა ღმრთისაჲთა განცემითა ჴელითა უშჯულოთაჲთა მიიყვანეთ და შეჰმშჭუალეთ და მოჰკალთ. 24 რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ. 25 რამეთუ დავით იტყჳს მისთჳს: წინაჲსწარ-ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა, 26 ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲსღა და ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით, 27 რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა. 28 მაუწყენ მე, გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა“. 29 კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე. 30 წინაჲსწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა. 31 წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი. 32 ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე. 33 მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ჰხედავთ და გესმის. 34 რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე: «ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, 35 ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა». 36 განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ”.
† † † † † † †
სახარებაჲ იოვანესი, ინ. 1:35-51 (დას. 4). ინ. I, 35-51. [დას. დ(4)]. (სქოლიოებით: [83], [83*])
35 ხვალისა დღე დგა კუალად † (მას ჟამსა შინა, დგა †) იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. 36 და მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“. 37 და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს. 38 მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: „რასა ეძიებთ?“ ხოლო მათ ჰრქუეს მას: „რაბი“ (რომელი ითარგმანების: «მოძღუარ»), „სადა იყოფი?“ 39 ჰრქუა მათ: „მოვედით და იხილეთ“. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეათე. 40 იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას. 41 პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: „ვპოვეთ მესია“ (რომელ არს თარგმანებით: «ქრისტე»). 42 ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიჰხედა მას იესუ და ჰრქუა: „შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა“ (რომელი ითარგმანების: «კლდე»). 43 ხვალისაგან უნდა იესუს განსლვად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესუ: „მომდევდი მე“. 44 ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაჲთ, ქალაქისაგან ანდრეაჲსა და პეტრესა. 45 პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: „რომელი-იგი დაწერა მოსე შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა, ვპოვეთ – იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით“. 46 და ჰრქუა მას ნათანაელ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?“ ჰრქუა მას ფილიპე: „მოვედ და იხილე“. 47 იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: „აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს“. 48 ჰრქუა მას ნათანაელ: „ვინაჲ მიცი მე?“ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ“. 49 მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: „რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფე ისრაჱლისაჲ“. 50 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „რამეთუ* გარქუ შენ, ვითარმედ: «გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე», და გრწამს, უფროჲსი ამათსა იხილო“. 51 და ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ**: იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა“.
*[83] “და ჰრქუა მას: “რამეთუ გარქუ შენ...” – ი. იმნაიშვილის გამოცემაში მაცხოვრის სიტყვები “რამეთუ”-ს შემდეგ იწყება (“და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ...”). სინამდვილეში, “რამეთუ”-ს მაცხოვარი ამბობს და ეს სიტყვა ბრჭყალების შიგნით უნდა იყოს (შდრ. ბერძნ. ... სლავ. …; ლათ. …; ინგლ. ...; ფრანგ. …).
ღმრთისმშობლისა:
ფილიპ. II, 5-11. [დას. სმ(240)]
<ძმანო, ესე ზრახვაჲ> იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო, და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა, და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.
ლკ. X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)].
38 და იყო, ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა † (მას ჟამსა შინა, შევიდა იესუ †) დაბასა რომელსამე, და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39 და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40 ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: „უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე“. 41 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42 ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“.
11:27 და იყო, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!“ 28 ხოლო თავადმან თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი!“
† † † † † † †
1 პეტ. V, 6-14. [დას. ჲგ(63)]
6 <ძმანო,> და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა. 7 ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს. 8 განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყჳრალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა, 9 რომელსა წინააღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწყოდეთ იგივე ვნებათაჲ მათ* ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა (აღასრულებდით)** [ზედა აღესრულებოდის]***. 10 ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ, 11 მისა \ დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი-უკუნისამდე. ამენ. 12 სილოვანეს მიერ, ძმისა თქუენისა სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე. გლოცევდ და გიწამებდ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაჲ, რომელსაცა ზედა სდგათ. 13 გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილოვნს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოზ, ძე ჩემი. 14 მოიკითხევდით ურთიერთას ამბორისყოფითა სიყუარულისაჲთა. მშჳდობაჲ თქუენდა, ყოველნი, რომელნი ხართ ქრისტე იესუჲს მიერ. ამენ.
* სიტყვები «იგივე ვნებათაჲ მათ» გულისხმობს: «იგივე
შემთხვევები (გამოვლინებები) ვნებულებებისა (ტანჯვებისა)».
** სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან
სახარებაჲ მარკოზისი, 7-13. [დას. კგ(23)].
7 და მოუწოდა † (მას ჟამსა შინა, მოუწოდა იესუ †) ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა. 8 და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი. 9 და რაჲთა ესხნენ სანდალნი. და ნუცა შემოსად ორი სამოსელი. 10 და ეტყოდა მათ: „ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე. 11 და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას საშჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის“. 12 და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ. 13 და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.