საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ელისაბედ II-ადმი

21 აპრილი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqis-milocva-3


English (en)

 

მის უდიდებულესობას, ელისაბედ II-ს,
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებული სამეფოს დედოფალს

თქვენო უდიდებულესობავ,
მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა და საუკეთესო სურვილები დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.
ჩვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა თქვენთან შეხვედრამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ შედგა ბუკინგემის სასახლეში.
ჭეშმარიტად, თქვენ ბრძანდებით გამორჩეული მონარქი, – გაერთიანებული სამეფოს სამოცდასამწლოვანი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი და მსოფლიო ისტორიის განსაკუთრებული პიროვნება.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენი ქვეყნის ბედნიერებით.
ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი და თქვენი მსახურება მრავალსა წელსა მრავალჟამიერ.

ღრმა პატივისცემით, ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და  მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.