ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. მწუხრზე: 1) ეს. 2:1-3. 2) ეს. 62:10-12; 63:1-3, 7-9. 3) ზაქ. 14:1, 4, 8-11. (II-ქართულიდან). ცისკარზე: მკ. XVI, 9-20. [დას. ოა(71)]. ჟამისწირვაზე: საქმ. I, 1-12. [დას. ა(1)]. ლკ. XXIV, 36-53. [დას. რიდ(114)].
† † † † † † †
ცისკარზე: სახარებაჲ მარკოზისი, მკ. 16:9-20 (დას. 71). მკ. XVI, 9-20. [დას. ოა(71)].
9 ხოლო აღ-რაჲ-დგა † (მას ჟამსა შინა, აღ-რაჲ-დგა იესუ †) განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდანელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი. 10 იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს. 11 და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა. 12 ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა. 13 და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა. 14 უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულფიცხელობაჲ, რამეთუ, რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა. 15 და ჰრქუა მათ: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16 რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17 ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან. 18 გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან“. 19 ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა. 20 ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი. ამენ.
† † † † † † †
საქმჱ მოციქულთაჲ I, 1-8. [დას. ა(1)]
1 † პირველი სიტყუაჲ ვყავ ყოველთათჳს, ჵ თეოფილე, რომელთა იწყო იესუ ყოფად და სწავლად 2 ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, და ამაღლდა, 3 რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი, შემდგომად ვნებისა მისისა მრავლითა (სახითა)* [ნიშებითა]**. ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, 4 და თანაექცეოდა მათ და ამცნებდა: „იერუსალჱმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მას მამისასა, რომელი გესმა ჩემგან. 5 რამეთუ იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არამრავალთა ამათ დღეთა შემდგომად“. 6 ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: „უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა კუალად-მოაგოა მეფობაჲ ისრაჱლსა?“ 7 ხოლო მან ჰრქუა მათ: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა (და)* [გინა]** წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა, 8 არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე (დასასრულადმდე)* [დასასრულამდე]** ქუეყანისა“.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
ლკ. XXIV, 36-53. [დას. რიდ(114)]:
36 და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა † (მას ჟამსა შინა, აღდგა იესუ მკუდრეთით და დადგა შორის მოწაფეთა თჳსთა †) და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 37 ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა; ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს. 38 და თავადმან ჰრქუა მათ: „რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულისსიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა? 39 იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ“. 40 და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი. 41 და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: „გაქუს რაჲა აქა ჭამადი?“ 42 ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი. 43 და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ 44 და ჰრქუა: „ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი შჯულსა მოსესსა და წინაჲსწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს“. 45 მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა. 46 და ჰრქუა მათ, რამეთუ: „ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა, 47 და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით, 48 რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა. 49 და, აჰა-ესერა, მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით“. 50 და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი. 51 და იყო, კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. 52 და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა. 53 და იყოფოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამენ.