ეპარქიები
ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. XVII, 1-15. [დას. ლთ(39)]. ინ. XI, 47-57. [დას. მ(40)].
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, XVII, 1-15. [დას. ლთ(39)]:
საქმ. XVII: 1(ბ) † (მათ დღეთა შინა პავლე და შილა †) მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ. 2 და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათდა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან, 3 გამოუთარგმანებდა მათ და წინადაუდებდა, რამეთუ ქრისტესსა ჯერ-იყო ვნებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით და ვითარმედ: „ესე არს იესუ ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ“. 4 და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგეს პავლეს და შილას მორწმუნეთა წარმართთა სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არამცირედთაჲ. 5 ხოლო შური აღიღეს, რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, და მოიყვანნეს სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი, და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ ზედა. და ზედამიადგეს სახლსა იასონისსა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე. 6 და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა მთავართა წინაშე ქალაქისათა, და ღაღადებდეს, ვითარმედ: „რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან, 7 რომელნი შეუწყნარებიან იასონს, და ესე ყოველნი წინააღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხუასა იტყჳან ყოფად, იესუს“. 8 აღაშფოთეს ერი იგი და მთავარნი ქალაქისანი, ესმოდა რაჲ ესე, 9 და მიიღეს იასონისგან, რაოდენი კმა-ეყოფოდა, და მაშინღა განუტევნეს იგინი. 10 ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი-იგი, ვითარცა მიიწინეს, შესაკრებელსა ხოლო ჰურიათასა შევიდეს. 11 რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი ყოვლითა გულსმოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნთაგან, უკუეთუ ესე ესრეთ არს. 12 მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა: და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა, და მამებსა არამცირედსა. 13 ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას. 14 მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ-კერძო; ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს. 15 და რომელთა-იგი მიჰყვანდა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინადმდე, და მოიღეს მცნებაჲ შილაჲს და ტიმოთეს მიმართ, რაჲთა ადრე მივიდენ მისა, და გამოვიდეს.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XI, 47-57. [დას. მ(40)]:
ინ. XI: 47(ბ) † (მას ჟამსა შინა შეკრბეს მღდელთმოძღუარნი და ფარისეველნი იესუჲს ზედა †) და იტყოდეს: „რაჲმე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს? 48 უკუეთუ დაუტევოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა“. 49 ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთმოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰრქუა მათ: „თქუენ არა იცით არცა ერთი; 50 არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“. 51 ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთმოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაჲსწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავისათჳს; 52 და არა ხოლო ნათესავისათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად. 53 მიერ დღითგან შეიზრახნეს ჰურიანი, რაჲთა მოკლან იგი. 54 ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის, არამედ წარვიდა მიერ სოფელსა მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ეფრაიმ, და მუნ დაადგრა მოწფითურთ თჳსით. 55 ხოლო იყო მახლობელ პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდეს მრავალნი იერუსალჱმდ სოფლებისაგან უწინარეს მის პასექისა, რაჲთა განიწმიდნენ თავნი თჳსნი. 56 ხოლო ჰურიანი ეძიებდეს იესუს და იტყოდეს ურთიერთას, დგეს რაჲ ტაძარსა შინა: „ვითარ ჰგონებთ თქუენ, არამე მოვიდესა დღესასწაულსა ამას?“ 57 რამეთუ მიეცა მცნებაჲ მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა, რაჲთა, უკუეთუ ვინმე უწყოდის, სადა არს, აუწყოს მათ, რაჲთა შეიპყრან იგი.