ეპარქიები
ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. II, 38-43. [დას. ვ(6)] ინ. III, 1-15. [დას. ჱ(8)].
საქმჱ მოციქულთაჲ II, 38-43. [დას. ვ(6)]
38 ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: † (მათ დღეთა შინა, ჰრქუა პეტრე ერთა მათ: †) “შეინანეთ, და ნათელ-იღენ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, და მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ, 39 რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ, და ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩუენმან”. 40 და სხჳთაცა მრავლითა სიტყჳთა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: “ცხოვნდით ნათესავისა ამის დრკუჲსაგან”. 41 და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი, ნათელ-იღეს, და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ. 42 და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა. 43 და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა.
სახარებაჲ იოანესი, ინ. 3:1-15 (დას. ინ. III, 1-15. [დას. ჱ(8)].
1 იყო ვინმე კაცი † (მას ჟამსა შინა, კაცი ვინმე იყო †) ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდიმოს, მთავარი ჰურიათაჲ. 2 ესე მოვიდა იესუჲსა ღამე და ჰრქუა მას: „რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“. 3 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ“. 4 ჰრქუა მას ნიკოდიმოს: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად?“ 5 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. 6 შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს. 7 ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: „ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ“. 8 სულსა, ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან“. 9 მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: „ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე?“ 10 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია? 11 ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ. 12 უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? 13 და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ – რომელი არს ზეცათა შინა. 14 და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ, 15 რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.