ეპარქიები
ჟამისწირვა წმ. იოანე ოქროპირისა. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. IV, 13-22. [დას. ია(11)] ინ. V, 17-24. [დას. იე(15)]. წმ. ათანასე დიდისა: ებრ. VII, 26-VIII, 2. [დას. ტიჱ(318)] მთ. V, 14-19. [დას. ია(11)].
† † † † † † †
საქმჱ მოციქულთაჲ IV, 13-22. [დას. ია(11)].
13 ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ <მათ დღეთა შინა, ხედვიდეს რაჲ ურიანი> პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოვანესსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკჳრდა, იცოდნეს იგინი, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს. 14 და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა და ვერ ეძლო მათდა ცილობად. 15 და ბრძანეს განსლვაჲ მათი გარეშე კრებულისაგან. იტყოდეს ურთიერთას 16 და თქუეს: „რაჲმე უყოთ კაცთა ამათ? რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალჱმისათა ჩანს და ვერ ჴელ-გუეწიფების უარისყოფად; 17 არამედ, რაჲთა არა უფროჲს განითქუას ერსა შორის, შინებით უთქუმიდეთ მათ, რაჲთა არა უთხრობდენ სახელითა ამით არავის კაცსა“. 18 და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყუად, არცა სწავლად სახელითა იესუჲსითა. 19 ხოლო პეტრე და იოვანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: „უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ. 20 რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ“. 21 ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდესვე და განუტევნეს, რამეთუ ვერ ჰპოვებდეს, ვითარმცა ტანჯნეს იგინი ერისა მისთჳს, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს. 22 რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი, V, 17-24. [დას. იე(15)].
17 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“. 18 ამისთჳს უფროჲს-ხოლო ეძიებდეს ჰურიანი იგი მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო თუ შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. 19 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმე, რამეთუ რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე-მსგავსად იქმს; 20 რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსიცა ამისა უჩუენოს მას საქმე, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს; 21 რამეთუ, ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთცა ძე, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს. 22 არცაღა მამაჲ შჯის არავის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, 23 რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი. 24 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და საშჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად.
† † † † † † †
<ძმანო, შე-ვე-ესევითარი-ჰგვანდა> ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული (ცოდვათაგან)* [ცოდვილთაგან]** და უმაღლესი ცათაჲ, რომელსა არა უჴმს დღითი-დღე, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა, რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, – ძე, უკუნისამდე განსრულებული. ხოლო თავად თქუმულთა (მათ)* [ამათ]** ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან...
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.
14 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. 15 არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. 16 ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. 17 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაჲსწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. 18 ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. 19 უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა...“
† † †
1