საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II წერილი რუსეთის ეკლესიის მეთაურის, უწმიდესი კირილესადმი ა.წ. 19 სექტემბერს გავრცელებული მიმართვის გამო

25 სექტემბერი

მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გახდა ცნობილი, თითქოს თქვენ “დამოუკიდებლობის” 20 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნეთ სამხრეთ ოსეთის თვთიაღიარებულ პრეზიდენტს, რამაც ჩვენს მრევლში და საერთოდ საქართველოს მთელ საზოგადოებაში მძაფრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

მეტად სამწუხაროა და სრულიად გაუგებარი ასეთი ქმედება, რადგან ეს ნიშნავს საქართველოს ამ უძველეს მიწაზე (რასაც მთელი მსოფლიოც აღიარებს) ძალადობრივად არსებული სეპარატისტული რეჟიმის თქვენის მხრიდან მხარდაჭერას და უკანონოდ გამოცხადებული “დამოუკიდებლობის” აღიარებას.

ჩვენ გვახსოვს პირადად თქვენი და რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრების აღიარების საკითხში. ამდენად სრულიად მოულოდნელი იყო ზემოაღნიშნული ნაბიჯი.

ვფიქრობთ, ეკლესია არ უნდა აყვეს პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პროცესებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მომავალში თქვენ კვლავაც სამართლიანობის მხარეს დადგებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას.
ქრისტესმიერი სიყვარულით

ილია II

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

25 სექტემბერი,

2010 წელი