ეპარქიები
† † † † † † †
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, XVII, 19-28. [დას. მ(40)-შუა]:
საქმ. XVII: 19(ბ) † (მათ დღეთა შინა შეიპყრეს პავლე †) და არიოპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: „შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე, შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ? 20 რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲ ჰნებავს ამას ყოფად?“ 21 (ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არარად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსამე და სმენად უახლესისა). 22 მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: „კაცნო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ, 23 რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: „უცნაურსა ღმერთსა“. აწ უკუე რომლისა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ. 24 ღმერთმან, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელითქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, 25 არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით-კერძო. 26 და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა განწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა; 27 და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოვამცა იგი, და რამეთუ არა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა. 28(ა) რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ ...“
† † † † † † †
რიგისა (სამშაბათისა): სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XII, 19-36. [დას. მბ(42)]:
ინ. XII: 19(ბ) † (მას ჟამსა შინა ფარისეველთა ზრახვა-ყვეს იესუჲს ზედა და †) თქუეს ურთიერთას: „ხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა-ესერა, სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა“. 20 იყვნეს ვინმე წარმართთაგანნიცა აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას. 21 ესენი მოვიდეს ფილიპესა, რომელი-იგი იყო ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ეტყოდეს მას: „უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ“. 22 მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესუს. 23 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: „მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ. 24 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს. 25 რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი. 26 უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან. 27 აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲმე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ჟამისა ამისგან, არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას. 28 მამაო, ადიდე სახელი შენი!“ მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: „და ვადიდე და კუალადცა ვადიდო“. 29 ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: „ქუხილი იყო“. ხოლო სხუანი იტყოდეს: „ანგელოზი ეტყოდა მას“. 30 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს. 31 აწ არს საშჯელი ამის სოფლისაჲ; აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განვარდეს გარე. 32 და მე, ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“. 33 ხოლო ამას რაჲ იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილად. 34 მიუგო მას ერმან მან და ჰრქუა: „ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ: ქრისტე უკუნისამდე ეგოს, და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: «ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ»? ვინ არს ესე ძე კაცისაჲ?“ 35 ჰრქუა მათ იესუ: „მცირედჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ. 36 ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლისა იყვნეთ“
† † † † † † †