საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საბერძნეთის ელჩი საპატრიარქოს ეწვია

19 მარტი

19 მარტს საპატრიარქოს სტუმრად ეწვია საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ელეფთერიოს ანგელოპულოსი.
ბატონი ანგელოპულოსი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ესაუბრა ქართველი ახალგაზრდების სასულიერო განათლების მიღების საკითხზე საბერძნეთში.
თეოლოგიური სტიპენდიები მიეცემათ ქართველ სტუდენტებს, რომელთაც სურთ საბერძნეთში საკანდიდატო და სადოქტორო ხარისხზე მუშაობა.