საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მთავარეპისკოპოსს ქრისტოდულთან დასამშვიდობებლად 300 ათას ადამიანზე მეტი ადამიანი მივიდა

31 იანვარი

ათენი 2008 წლის 30 იანვარი
ორი დღის განმავლობაში 300 ათას ადამიანზე მეტი მივიდა ათენის საკათედრო ტაძარში განსვენებულ ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს ქრისტოდულთან გამოსამშვიდობებლად, რომელიც ორშაბათს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, აცხადებს საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზია პოლიციურ წყაროებზე დაყრდნობით.
ოთხშაბათს დილაადრიანად საკათედრო ტაძართან ათასკაციანი რიგი დადგა და მთავარეპისკოპოსთან გამომშვიდობების მსურველების რაოდენობა მატულობდა. პოლიციელები ტაძარში უშვებდნენ 50-კაციან ჯგუფებს, ხალხის დიდი ნაკადი მთავარეპისკოპოსის სასახლესთან დიდხანს გაჩერების საშუალებას არ იძლეოდა.
ეკლესიამ მიმართა მათ თხოვნით, ვინც მთავარეპისკოპოსთან გამოსამშვიდობებლად მივიდა, რომ არ შეეძინად ყვავილები და გვირგვინები, არამედ შეეწირათ მცირედი თანხა ქველმოქმედებისათვის.
მთავარეპისკოპოს ქრისტოდულის დაკრძალვა, ოთხდღიანი ეროვნული გლოვა, დღეს დასრულდა. დაკრძალვის დღე სახელმწიფო სექტორისათვის და სასწავლო დაწესებულებისათვის გამოცხადებული იყო უქმე დღედ, ხოლო მაღაზიები და ბანკები აგრძელებენ მუშაობას.
ელადის მართლმადიდებული ეკლესიის წინამძღვარი დაკრძალეს დიდი პატივით. დაკრძალვას დაესწრნენ მთელი რიგი მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღვრები, ოთხი პატრიარქი – კონსტანტინეპოლის ბართოლომეოსი, ალექსანდრიის თეოდორე, იერუსალიმის თეოფილი, რუმინეთის დანიელი, ასევე კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი და ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასი. რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უწმინდესი პატრიარქის ალექსის კურთხევით, წარმოადგენს წმინდა სინოდის მუდმივი წევრი მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტი ფილარეტი.
უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსის დაკრძალვაზე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე გაემგზავრნენ.
საბერძნეთის ხელისუფლება და ელადის ეკლესიის სინოდი დღემდე ღებულობენ სამძიმრის დეპეშებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მათ შორის, ვინც სამძიმარს უცხადებს მთავარეპისკოპოს ქრისტოდულის გარდაცვალებას, არიან – პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ჯორჯ ბუში, რომის პაპი ბენედიქტე XVI.
მთავარეპისკოპოს ქრისტოდულის მემკვიდრე, სავარაუდოდ, 7 თებერვლისათვის იქნება არჩეული.