ეპარქიები
ჟამისწირვა წმ. იოანე ოქროპირისა. ცისკარზე – სახარება I: მთ. XXVIII, 16-20. [დას. რივ(116)]. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. V, 12-20. [დას. იდ(14)] ინ. XX, 19-31. [დას. ჲე(65)].
ღმრთისმშობელისა: ფლპ. II, 5-11. [დას. სმ(240)] ლკ. X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)] ან მოციქულისა: 1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)] ინ. I, 35-51. [დას. დ(4)].
† † † † † † †
სახარებაჲ მათესი, XXVIII, 16-20. [დას. რივ(116)].
XXVIII: 16 ხოლო † (მას ჟამსა შინა, †) ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ, 17 იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას, ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. 18 მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: „მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 19 წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, 20 და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ, და, აჰა-ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ“.
საქმ. V, 12-20. [დას. იდ(14)]
12 ხოლო (მათ დღეთა შინა,) ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის. და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოასა მას სოლომონისსა. 13 ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი. 14 უფროჲსღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა, სიმრავლე მამათა და დედათაჲ, 15 ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაჲთა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ ვისმე მისი შეადგეს მათგანსა. 16 და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაჲ იერუსალჱმს, და მოაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი. 17 აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელი-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ, აღივსნეს შურითა 18 და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე. 19 ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა: 20 „მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა“.
† † †
(მუხ. 19-20) „მოციქულებს კვლავ საფრთხე ემუქრებათ და კვლავ ღმერთი ეხმარებათ, ხოლო თუ როგორ მოხდა ეს, ამის შესახებ მოისმინე: „ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა: „მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა“. ეს მოხდა მოციქულების სანუგეშებლად და იუდეველების სასარგებლოდ და შესაგონებლად. ნახე – რაც ხდებოდა ქრისტეს დროს, ახლაც იგივე მოხდა. თვით სასწაულის აღსრულება რომ იხილონ იუდეველებმა, უფალი, რა თქმა უნდა, ამას არ უშვებს, ხოლო რითაც შეუძლიათ დარწმუნდნენ, იმას უჩვენებს. მაგალითად, მან არ დაუშვა, რომ მათ ეხილათ, თუ როგორ აღდგა მკვდრეთით, რადგან არ იყვნენ აღდგომის ხილვის ღირსნი, მაგრამ ეს მოვლენა თავისი საქმეებით დაანახა. ასევე, როდესაც წყალი ღვინოდ გარდააქცია, ეს არ დაუნახავთ თანამეინახეებს, რადგან ღვინით იყვნენ დამთვრალნი, ამიტომ ამაზე მსჯელობა სხვას მიანდო. სწორედ ასე მოხდა აქაც – როგორ გამოჰყავდათ მოციქულები, არ დაუნახავთ, მაგრამ მტკიცებულება, რომელიც მათ მომხდარში დაარწმუნებდა, დაინახეს. რატომ გამოიყვანა ანგელოზმა ისინი ღამით? იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ უფრო დაუჯერებდნენ; სხვა შემთხვევაში ამის შესახებ შეკითხვასაც კი არ დაუსვამდნენ. ასე იყო ძველ დროშიც, მაგალითად, ნაბუქოდონოსორის ზეობის ხანაში, როცა მან ღუმელში ღვთის მადიდებელი ყრმები დაინახა და გაუკვირდა (დან. 3:91). ამიტომ სადუკეველებს მართებდათ, მოციქულებისთვის ჯერ ეკითხათ: როგორ გამოხვედით? ისინი კი, თითქოს არაფერი მომხდარაო, მოციქულებს ასეთი კითხვით მიმართავენ: „განა ბრძანებით არ გიბრძანეთ თქვენ, აღარ გესწავლებინათ ამ სახელით?!“ (საქმ. 5:28).
გამოიყვანა. მას თავად კი არ მიჰყავს, არამედ უშვებს; აქედანაც ჩანს მათი უშიშობა – ღამით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ისინი რომ დაცვას გამოეშვა ჩუმად და მოციქულები ამას დათანხმებულიყვნენ, მაშინ გაიქცეოდნენ იქიდან; ხოლო, რომ გაეთავისუფლებინათ, მაშინ ტაძარში კი არ წავიდოდნენ, არამედ იქაურობას გაეცლებოდნენ. ეს ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნისათვის ცხადია“.
სახარებაჲ იოანესი, XX, 19-31. [დას. ჲე(65)].
XX: 19 † და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 20 და ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი, და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21 ჰრქუა მათ იესუ კუალად: „მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“. 22 და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ. 23 უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“. 24 ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი (რომელსა ერქუა «მარჩბივ»), არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25 უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: „ვიხილეთ ჩუენ უფალი“. ხოლო მან ჰრქუა მათ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამშჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამშჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“. 26 და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა, და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 27 მერმე ჰრქუა თომას: „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი, და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ“. 28 მიუგო თომა და ჰრქუა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ 29 ჰრქუა მას იესუ: „რამეთუ მიხილე, და (გრწამს)* [გრწმენა]**. ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. 30 მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. 31 ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა***.
* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** ძველი ქართული ტექსტი აღებულია წიგნიდან: ძველი ქართული ახალი აღთქუმაჲ (სქოლიოებით). თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † †
1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)]
<ძმანო, ღმერთმან ჩუენ,> მოციქულნი, უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. ჩუენ – სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ – ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ – უძლურ, ხოლო თქუენ – ძლიერ; თქუენ – დიდებულ, ხოლო ჩუენ – გინებულ. ვიდრე (აქა)* [აწინდელად]** ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ***, და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. (მაგინებელთა ჩუენთა)* [გინებულნი]** ვაკურთხევთ, (ვიდევნებით და)* [დევნილნი]** თავს-ვიდებთ; (მგმობართა ჩუენთა ულოცავთ)* [გმობილნი ვჰლოცავთ]*. ვითარცა ნარჩევნი**** სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა (ნასხურ)* [წარსაჴოცელ*****]** მოაქამდე. არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ, რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არამრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** ეფრ. «დაუდგრომელ ვართ» (ἀστατοῦμεν).
**** „ნარჩევნი“ – შდრ. შესაბამისი კომენტარის ექვთიმესეული
თარგმანი: „ვითარცა შეურაცხნი და ყოველთა მიერ საძულელნი და გარეგანსაყრელნი ვიქმნენით ყოვლისავე სოფლისა“ (ექვთ. პავლ. 193). შდრ. ეფრემის თარგმანი: „«ნარჩევ» სახელ-იდვა, რომელი-ესე არს ზოგად ყოველთა ნივთთა შინა უდარესად მყოფი იგი და განსაგდებელი კერძოჲ, ვითარ-იგი მხლისაგან – დამჭნარი და იფქლისაგან – მიწაჲ“ (ეფრ. II, 202).
***** „წარსაჴოცელ“ – ყველა რედაქციაში არის «ნასხურ», რასაც როგორც არქაიზმს და მკითხველისთვის გაუგებარს, ეფრემი ცვლის ტერმინით: «წარსაჴოცელ». შდრ. „«ნასხურ», გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, «წარსაჴოცელ» უწოდა, რომელ არს საბანი რაჲმე გინა თუ მანდილი, რომლითა წარჰჴოციან ოფლი სნეულისაჲ“ (ეფრ. II, 202). შდრ. ი. აბულაძის განმარტება: „ნასხური – სახოცი, მჩვარი; ნაგავი“ (ძვ. ქართ. ენის ლექს.).
სახარებაჲ იოვანესი, I, 35-51. [დას. დ(4)].
35 ხვალისა დღე დგა კუალად † (მას ჟამსა შინა, დგა †) იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. 36 და მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“. 37 და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს. 38 მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: „რასა ეძიებთ?“ ხოლო მათ ჰრქუეს მას: „რაბი“ (რომელი ითარგმანების: «მოძღუარ»), „სადა იყოფი?“ 39 ჰრქუა მათ: „მოვედით და იხილეთ“. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეათე. 40 იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას. 41 პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: „ვპოვეთ მესია“ (რომელ არს თარგმანებით: «ქრისტე»). 42 ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიჰხედა მას იესუ და ჰრქუა: „შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა“ (რომელი ითარგმანების: «კლდე»). 43 ხვალისაგან უნდა იესუს განსლვად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესუ: „მომდევდი მე“. 44 ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაჲთ, ქალაქისაგან ანდრეაჲსა და პეტრესა. 45 პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: „რომელი-იგი დაწერა მოსე შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა, ვპოვეთ – იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით“. 46 და ჰრქუა მას ნათანაელ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?“ ჰრქუა მას ფილიპე: „მოვედ და იხილე“. 47 იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: „აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს“. 48 ჰრქუა მას ნათანაელ: „ვინაჲ მიცი მე?“ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ“. 49 მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: „რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფე ისრაჱლისაჲ“. 50 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: «გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე», და გრწამს, უფროჲსი ამათსა იხილო“. 51 და ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა“.
† † † † † †
300-თა მხედართა, მღდელთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ლაზთა მოწამეთა ქრისტეს სარწმუნოებისა და საქართველოსთვის დუდიკვათსა და პაპათს (დღევანდელი თურქეთი) მუსლიმთაგან მოწყვედილთა (†XVII-XVIII).
ებრ. XII, 1-10. [დას. ტლა(331)]:
1 აწ უკუე ჩუენცა, <ძმანო,> ესოდენი მაქუს გარემოდგომილი* ჩუენდა (სიმრავლე)** [ღრუბელი]*** წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და \ მსწრაფლმომავალი იგი ცოდვაჲ, და მოთმინებით ვრბიოდით წინაგანმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინაგანმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა. 3 გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისსა-მიმართი იგი სიტყჳსგებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ, 4 რამეთუ არღა სისხლთამდე (წინადადგრომილ ხართ)* [წინადადგომილ-ხართ]** თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად, 5 და მოჰმედგრდეთ ნუგეშინისცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: „შვილო ჩემო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა, 6 რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“. 7 უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? 8 ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა (რომლისა ზიარქმნულ არიან ყოველნი), (მწირნი)* [ნატაცნი****]** ვიდრემე ხართ და არა შვილნი. 9 აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხოვნდეთ? 10 რამეთუ რომელნიმე-იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე – უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.
* ეფრ. <ზედამდებარე> (περικείμενον).
** სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
**** «ნატაცნი» – ე. ი. «უკანონო შვილები». ABCLect: «მწირნი» (νόθοι...). შდრ. კომენტარი: `ჭეშმარიტთა და უეჭუელთა შვილთათჳს მშობელნი ფრიად ზრუნვენ და სწავლიან, ხოლო ნატაცთა და საეჭუთა უგულებელს-ჰყოფენ” (ეფრ. III, 96).
ლკ. XXI, 12-19. [დას. რვ(106)]:
12 ხოლო ამათ ყოველთა წინა † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: „ეკრძალენით კაცთაგან რაჲთა არა †) დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ, და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა; და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13 და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14 დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, 15 რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღდგომად და სიტყჳსგებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა. 16 რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18 და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19 და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი...“