ეპარქიები
ცისკარზე – ღმრთისმშობელისა**: ლკ. I, 39-49, 56. [დას. დ(4)] ან გარეჯელთა**: მთ. X, 16-22. [დას. ლვ(36)]. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. II, 14-21. [დას. დ(4)] ლკ. XXIV, 12-35. [დას. რიგ(113)] და ღმრთისმშობელისა: ფლპ. II, 5-11. [დას. სმ(240)] ლკ. X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)] ან გარეჯელთა: რომ. VIII, 28-39. [დას. ჟთ(99)] ლკ. XII, 8-12. [დას. ჲდ(64)].
** გარეჯელ მამათა ან ივერიის ღმრთისმშობლის განგება შეიძლება შესრულდეს ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნებისმიერ დღეს, უპირატესის (წინამძღვრის) ნებისამებრ (II-ქართულიდან).
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ II, 14-21. [დას. დ(4)]:
საქმ. II: 14(ბ) † (მათ დღეთა შინა აღსდგა პეტრე და †) დადგა ათერთმეტთა თანა და აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და ეტყოდა მათ: „კაცნო ჰურიანო და ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ ხართ იერუსალჱმს, ესე თქუენდა ცხად-იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, 15 რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე. 16 არამედ ესე არს თქუმული იგი იოველ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: 17 «და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, – იტყჳს უფალი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და წინაჲსწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო; 18 და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა, და წინაჲსწარმეტყუელებდენ. 19 და ვსცე ნიშებ ცათა შინა, და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ. 20 მზე გარდაიქცეს ბნელად, და მთოვარე – სისხლად, პირველ მოწევნადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და საჩინოჲსა, 21 და იყოს, ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს».
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XXIV, 12-35. [დას. რიგ(113)]:
ლკ. XXIV: 12(ბ) † (მას ჟამსა შინა †) პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად. და შთახედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე. 13 და აჰა, ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი შორავს იერუსალჱმსა სამეოც უტევან, რომლისა სახელი ემმაუს. 14 და ესენი ზრახვიდეს ურთიერთას ყოვლისა მისთჳს, რომელი იქმნა. 15 და იყო, ზრახვასა მას მათსა და გამოძიებასა, და თავადი იესუ მიეახლა მათ და თანაუვიდოდა. 16 ხოლო თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა ვერ იცნან იგი. 17 და ჰრქუა მათ: „რაჲ არიან სიტყუანი ესე, რომელთა იცილობით ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქუენ მწუხარე?“ 18 მიუგო ერთმან მათგანმან, რომლისა სახელი კლეოპა, და ჰრქუა მას: „შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა სცანა, რაჲ-ესე იქმნა მას შინა ამათ დღეთა?“ 19 და მან ჰრქუა მათ: „რომელი?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „იესუჲსთჳს ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინაჲსწარმეტყუელი, ძლიერი საქმითა და სიტყჳთა მისითა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა. 20 ვითარ-იგი მისცეს მღდელთმოძღუართა და მთავართა ჩუენთა საშჯელსა სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს იგი. 21 ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს ისრაჱლი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან ესე იქმნა. 22 არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენგანთა დამაკჳრვნეს ჩუენ, ვითარ-იგი მივიდეს ცისკარსა საფლავსა მას 23 და არა პოვეს გუამი მისი. მოვიდეს და თქუეს, ვითარმედ ხილვაჲცა ანგელოზთაჲ იხილეს, რომელთა ჰრქუეს მათ, ვითარმედ: „ცხოველ არს იგი“. 24 და მი-ვინმე-ვიდეს ჩუენგანნიცა საფლავად და პოვეს ეგრეთ, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი თავადი ვერ იხილეს“. 25 ხოლო მან ჰრქუა მათ: „ჵ უცნობელნო და მძიმენო გულითა, სარწმუნოებისათჳს ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი! 26 ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა?“ 27 და იწყო მოსესითგან და წინაჲსწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთჳს. 28 და მიეახლნეს დაბასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს. ხოლო თავადმან მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვაჲ. 29 ხოლო იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს: „დაადგერ ჩუენ თანა, რამეთუ მწუხრ არს და მიდრეკილ არს დღე“. და შევიდა დადგრომად მათ თანა. 30 და იყო, ინაჴითჯდომასა მას მისსა მათ თანა, მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცემდა მათ. 31 ხოლო მათ თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და თავადი მიეფარა მათგან. 32 და იგინი იტყოდეს ურთიერთას: „ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა?“ 33 და აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი, 34 იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: „ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონს“. 35 და იგინი უთხრობდეს გზისასა მას, და ვითარ-იგი გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.
† † † † † † †