ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ცისკარზე – წმ. თამარისა: ინ. X, 9-16. [დას. ლვ(36)]. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქ. IV, 1-10. [დას. ი(10)] ინ. III, 16-21. [დას. ი(10)]; წმ. თამარისა: რომ. XIII, 1-10. [დას. რია(111)] ინ. X, 1-9. [დას. ლვ(35)-შუა]. წმ. ზოსიმესი: ებრ. XIII, 17-21. [დას. ტლე(335)] მთ. V, 14-19. [დას. ია(11)] (I-ქართულიდან).
9 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „...მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს, 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს...“
საქმჱ მოციქულთაჲ IV, 1-10. [დას. ი(10)]:
საქმ. IV: 1(ბ) † (მათ დღეთა შინა, ვიდრე ეტყოდესღა მოციქულნი* †) ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და ერისთავი იგი ტაძრისაჲ მის, და სადუკეველნი, 2 ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთჳს ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით. 3 და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა. 4 და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაჲ იგი მათი, ჰრწმენა. და იყო რიცხჳ იგი მორწმუნეთაჲ მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ. 5 და იყო ხვალისაგან შეკრებაჲ მთავართა მათთაჲ და ხუცესთაჲ და მწიგნობართაჲ იერუსალჱმს. 6 და ანნა მღდელთმოძღუარი და კაიაფა, და იოვანე და ალექსანდრე, და რაოდენნი იყვნეს ნათესავისაგან მღდელთმოძღუართაჲსა. 7 და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: „რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე?“ 8 მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: „მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაჱლისანო, 9 უკუეთუ ჩუენ დღეს განვიკითხვით ქველისსაქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა-ესე ცხოვნდა, 10 ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტეს ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით – ამის მიერ ესე დგას წინაშე თქუენსა ცოცხალი...“
† † † † † † †
* 2010 წლის სამოციქულოშია (?): † (მათ დღეთა შინა, ჰრქუა პეტრე ერთა მათ: ეტყოდეს რა ურიანნი †) ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი...
† † † † † † †
სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, III, 16-21. [დას. ი(10)]:
ინ. III: 16(ბ) † (თქუა უფალმან: †) „ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ; 17 რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ. 18 რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდშობილისა. 19 და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. 20 რამეთუ ყოველი, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. 21 ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †
<ძმანო,> ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილე[დ], რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან; და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან, ამიერითგან რომელი (ადგებოდის)* [წინააღუდგა]** ჴელმწიფებასა, ღმრთისა (ბრძანებასა ადგების)* [განწესებასა წინააღუდგა]**, ხოლო (რომელნი-იგი ადგებოდიან თავისა თჳსისა)* [წინააღმდგომთა თავთა თჳსთა]** საშჯელი მიიღონ***, რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთა, არამედ ბოროტისმოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მიიღო ქებაჲ მისგან, რამეთუ ღმრთისმსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთისმსახურ არს შენდა, (შურისმეძიებელი რისხვასა)* [რისხვისა მიმართ შურისმეძიებელი]** ბოროტისმოქმედისათჳს. ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ (გონებისათჳსცა იჭჳსა)* [სჳნიდისისათჳსცა]**. ამისთჳს (ხარკსაცა)* [ხარკთაცა]** მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, (ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან)* [რომელნი ამას შინა მოთმინე არიან****]**. მისცემდით (უკუე)* ყოველთა თანანადებსა: სახარკოსა – ხარკი, საზუერესა – ზუერი, საშინელსა – შიში, პატივსა – პატივი. (ნურარაჲმცა)* [ნუმცა რაჲ] ვისი თანაგაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა, ვითარმედ, „არა იმრუშო“, „არა კაც-ჰკლა“, „არა იპარო“, „არა გული გითქუმიდეს“, და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა (აღესრულების)* [თავდგმულ-იქმნების*****]**, ვითარმედ: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“. სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი შჯულისაჲ სიყუარული არს.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** ვინაიდან აღნიშნულ მუხლებში გადმოცემული სწავლება მთავრობათა ღმრთივდაფუძნებულობის შესახებ არაიშვიათად აბსოლუტური ცთომილებით არის გაგებული, ისე თითქოს მოციქული და მასზე დაყრდნობით მართლმადიდებელი ეკლესია ბოროტმოქმედ მთავართა და ხელმწიფეთა თითქოსდა ღმრთივნაკურთხად შეირაცხ კომენტარი: „ვინაჲთგან არა ყოველნი მთავარნი წესიერად მთავრობენ, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: «ყოველნი მთავარნი და ჴელმწიფენი ღმრთისა მიერ დაიდგინებიან», არამედ თჳთ პატივი იგი მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ ღმრთივ-განწესებული არს, ხოლო რომელნი პატივსა მას არა ნებისაებრ ღმრთისა იჴუმევდენ, ესევითარნი იგი არა სათნო არიან ღმრთისა, ვითარ-იგი ქორწინებაჲცა ღმრთისა მიერ განწესებულ არს, ხოლო ქორწინებულნი არა ყოველნი შჯულიერად იქორწინებიან, არცა სათნოდ ღმრთისა, არამედ იგინი ხოლო არიან სათნო მისსა, რომელნი საღმრთოთა შჯულთაებრ ჰყოფდენ მეუღლებასა თჳსსა, ეგრეთვე ყოველი მთავრობაჲ ღმერთსა განუწესებიეს სიმტკიცისათჳს და კეთილად-გენგებისა სოფლისა [ამის], ხოლო მთავარნი იგინი ხოლო მთავრობენ მის მიერ, რომელნი საღმრთოდ აღასრულებენ წესსა მთავრობისა თჳსისასა" (ეფრ. II, 129).
**** „რომელნი ამას შინა მოთმინე არიან“ – ასეა ეფრემთან (შდრ.: εἰς αὐτὸ τοῦτο προσκαρτεροῦντες). ABCLect-ში გვაქვს ნაკლებ ადეკვატური: „ამისთჳსვე მოღუაწებასა განკრძალულ არიან" (შდრ. ექვთ. „ამისთჳსცა მოღუაწებისა განკრძალულ არიან“).
***** „თავდგმულ-იქმნების“ – «ჯამდება», «გვირგვინდება»...
შდრ. ABCLect: „აღესრულების“.
1 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. 2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. 3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან; და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. 4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. 5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის“. 6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. 7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. 8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი; არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. 9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს“.
† † † † † †
<ძმანო, დაემორჩილენით> წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა. ილოცევდით ჩუენთჳსცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი (გონებაჲ)* [სჳნიდისი]** გუაქუს ყოველსა შინა და კეთილად გუნებავს სლვად. უმეტესადღა გლოცავ ამას ყოფად, რაჲთა ადრე მოვიდე თქუენდა. ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან, რომელმან აღმოიყვანა მკუდრეთით მწყემსი იგი ცხოვართაჲ დიდი სისხლითა მით აღთქუმისა საუკუნოჲსაჲთა – უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, დაგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა საქმითა კეთილითა ყოფად ნებისა მისისა, რომელმან ყვის სათნოებაჲ მისი ჩუენ შორის წინაშე მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე. ამენ.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.
14 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. 15 არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. 16 ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. 17 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაჲსწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. 18 ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. 19 უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა...“
† † †