ეპარქიები
ჟამისწირვაზე: საქმ. XVIII, 22-28. [დას. მა(41)] ინ. XII, 36-47. [დას. მგ(43)].
საქმ. XVIII: 22(ბ) † (მათ დღეთა შინა შთავიდა პავლე †) კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაჲ, და შთავიდა ანტიოქიად, 23 და დაყო ჟამი რაოდენიმე, და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგჳაჲსასა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა. 24 ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუამეცნიერი, მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან. 25 ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და, მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს. და იცოდა ნათლისცემაჲ ხოლო იოვანესი. 26 ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესადრე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ. 27 და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღსლვად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ, 28 რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ.
† † † † † † †
ოთხშაბათისა (I-ქართულიდან): სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XII, 36-47. [დას. მგ(43)]:
ინ. XII: 36 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „... ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლისა იყვნეთ“. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან. 37 და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ. 38 რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: „უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?“ 39 ამისთჳს ვერ ჰრწმენა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია: 40 „დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისხმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი“. 41 ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს. 42 ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ. 43 რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ. 44 ხოლო იესუ ღაღად-ყო და თქუა: „რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი. 45 და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი. 46 მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს. 47 და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა ჰრწმენენ, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ მე შჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხონო სოფელი.
† † † † † † †