ეპარქიები
ჟამისწირვა წმ. იოანე ოქროპირისა.
შენიშვნა: სამეუფო (აღსავლის) კარები დაიხურება IX ჟამის წინ.
საქმ. III, 11-16. [დას. ჱ(8)] ინ. III, 22-33. [დას. ია(11)].
ჟამისწირვის შემდეგ არტოსის (მაკურნებელი პურის) განტეხა და დარიგება.
† † † † † † †
ბრწყინვალე შვიდეულის (ახალი კვირიაკის) შაბათისა სახარებისა და სამოციქულოს საკითხავნი:
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, III, 11-16. [დას. ჱ(8)]:
საქმ. III: 11(ბ) † (მათ დღეთა შინა †) ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე, შეკრბებოდა მათდა ყოველი ერი სტოვასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს. 12 ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: „კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა, ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ, ვითარმცა თჳსითა ძალითა, ანუ ღმრთისმსახურებითა გუექმნა სლვაჲ მაგისი? 13 ღმერთმან აბრაამისმან და ისააკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან, ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უვარ-ჰყავთ წინაშე პილატესსა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი. 14 ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უვარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცისმკლველი მიმადლებად თქუენდა. 15 ხოლო დასაბამი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე. 16 და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, ამას, რომელსა ჰხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან და სარწმუნოებამან მისმიერმან მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე თქუენ ყოველთა.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, III, 22-33. [დას. ია(11)]:
ინ. III: 22(ბ) † (მას ჟამსა შინა †) მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელ-სცემდა. 23 იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს მისგან, 24 რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოვანე საპყრობილედ. 25 და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს. 26 და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: „რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე აჰა, იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“. 27 მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: „ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით. 28 თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ წინაშე მისსა. 29 რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ, რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს. 30 მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად. 31 ზეგარდამომავალი იგი ყოველთა ზედა არს; და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს, ხოლო ზეცით მომავალი ყოველთა ზედა არს. 32 და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს. 33 რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †