ეპარქიები
ჟამისწირვა წმ. იოანე ოქროპირისა. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. IV, 23-31. [დას. იბ(12)] ინ. V, 24-30. [დას. ივ(16)].
საქმჱ მოციქულთაჲ IV, 23-31. [დას. იბ(12)].
23 ხოლო ესენი, ვითარცა განუტევნეს მათ, <მათ დღეთა შინა, განტევებულ რა იყვნეს მოციქულნი> მოვიდეს თჳსთა თანა და უთხრეს მათ, რაჲ-იგი მღდელთმოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ. 24 ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ჴმაჲ ღმრთისა მიმართ და თქუეს: „უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ, და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, 25 რომელმან მამისა ჩუენისა დავით, მონისა შენისა, პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: „რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? 26 მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი, და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს“. 27 რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა ზედა იესუს, – რომელსა შენ სცხე, – ჰეროდე და პონტოელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაჱლისა 28 საქმედ, რაოდენი ჴელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაჲსწარ განაჩინა ყოფად. 29 და აწცა, უფალო, მოჰხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა, 30 განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა”. 31 და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად.
† † † † † † †
სახარებაჲ იოვანესი, V, 24-30. [დას. ივ(16)].
24 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და საშჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად. 25 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი და რომელთა ისმინნენ, ცხოვნდენ, 26 რამეთუ, ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეთცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა. 27 და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას საშჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს. 28 ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. 29 და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი აღდგომასა საშჯელისასა. 30 არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ, ვითარცა მესმის, ვშჯი, და საშჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.
† † † † † † †