​​​​​​​მარტვილიიდან XIII შვიდეულის დასაწყისისა (ორშაბათისა) და სამშაბათისა [2021 წელს: 31 აგვისტოს (13 სექტემბერს),  და ღმრთისმშობლის სარტყელის დადებისაჲ სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან XIII შვიდეულის დასაწყისისა (ორშაბათისა) და სამშაბათისა [2021 წელს: 31 აგვისტოს (13 სექტემბერს),  და ღმრთისმშობლის სარტყელის დადებისაჲ სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა (ორშაბათისა): კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VIII, 7-15. [დას. რპვ(186)]:

2 კორ. VIII: 7(ბ) † (ძმანო, †) ვითარცა-იგი ყოველსა შინა წარემატებით: სარწმუნოებითა და სიტყჳთა და მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა და ჩუენმიერითა მით თქუენ შორის სიყუარულითა, რაჲთა ამითცა მადლითა აღემატნეთ. 8 არათუ ბრძანებით გეტყჳ, არამედ სხუათა მოსწრაფებისათჳს თქუენისა მისცა სიყუარულისა გულითადობასა გამოვიცდი, 9 რამეთუ იცით მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რამეთუ თქუენთჳს დაგლახაკნა მდიდარი იგი, რაჲთა თქუენ მისითა მით სიგლახაკითა განჰმდიდრდეთ. 10 და ამისთჳს გაზრახებ, რამეთუ ესე უმჯობეს არს თქუენდა, რომელთა-ეგე არა ხოლო თუ ყოფად, არამედ ნებადცა წინაჲსწარ იწყეთ შრანდითგან*. 11 ხოლო აწ-ესერა, ყოფადცა აღასრულეთ, რაჲთა, ვითარცა-იგი გულსმოდგინებაჲ ნებისათჳს, ეგრეთცა აღსრულებაჲ მისგან, რომელი-იგი გაქუს, 12 რამეთუ უკუეთუ გულსმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა – რომელი-იგი არა აქუს, 13 რამეთუ არა რაჲთა სხუათა – ლხინი, ხოლო თქუენ – ჭირი, არამედ განსწორებით. 14 ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა იყოს განსწორებულ. 15 ვითარცა წერილ არს: «რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა».

† † † † † † †

* შარშანდლიდან, გასული წლიდან.

† † † † † † †

რიგისა (ორშაბათისა): სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, III, 6-12. [დას. ია(11)]:

მკ. III: 6(ბ) † (მას ჟამსა შინა ზრახვა-ყვეს ფარისეველთა ჰეროდიანთა თანა იესუჲსთჳს †) რაჲთა წარწყმიდონ იგი. 7 ხოლო იესუ მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳსკიდედ, და მრავალი ერი შეუდგა მას გალილეაჲთ და ჰურიასტანით, 8 იერუსალჱმით და იდუმიაჲთ, წიაღ-იორდანით და ტჳროსით-კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა. 9 და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი. 10 რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს. 11 და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: „შენ ხარ ძე ღმრთისაჲ“. 12 და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.

† † † † † † †

სამშაბათისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VIII, 16-IX, 5. [დას. რპზ(187)]:

2 კორ. VIII: 16(ბ) † (ძმანო, †) მადლი ღმერთსა, რომელმან მოსცა იგივე სწრაფაჲ თქუენთჳს გულსა ტიტესსა, 17 რამეთუ ვედრებაჲ იგი შეიწყნარა; და უმოსწრაფეს რაჲ იყო, ნებსით თჳსით განვიდა თქუენდა მომართ. 18 და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა, 19 და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთდასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან (თანაგუნდად)* [თანამავალად]** ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად და გულსმოდგინებისა თქუენისათჳს. 20 ვერიდებით ამას, ნუ ვინმე (შემიმწინკულოს ჩუენ უხუებაჲ ესე მსახურებული)* [გუგმობდეს ჩუენ უხუებისა ამისთჳს, რომელი იმსახურების]** ჩუენ მიერ, 21 რამეთუ წინაჲსწარგანვიზრახავთ კეთილსა არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა. 22 და ამათ თანა მივავლინეთ ძმაჲ ჩუენი, რომელი გამოგუეცადა მრავალსა შინა მრავალგზის, და არს იგი მოსწრაფე, ხოლო აწ ფრიად უმოსწრაფეს სასოებითა მრავლითა თქუენდა მიმართ. 23 გინათუ ტიტესთჳს, საქმისა ზიარისა მის ჩუენისა, და თქუენისა შემწისა გინათუ ძმანი ჩუენნი, მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი, 24 აწ უკუე გამოჩინებაჲ იგი სიყუარულისა თქუენისაჲ და ჩუენისა სიქადულისაჲ თქუენთჳს მათდა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა. IX: 1 რამეთუ (მსახურებისა მისთჳს)* [მსახურებისათჳს]** წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა, 2 რამეთუ ვიცი გულსმოდგინებაჲ თქუენი, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან***, და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი. 3 ხოლო მივავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს, რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ; 4 რაჲთა არა, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი და გპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, სირცხჳლეულ ვიქმნნეთ ჩუენ (რაჲთა არა ვთქუა, ვითარმედ: «თქუენ») ამის ჯერისათჳს სიქადულისა. 5 უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა წინაჲსწარ მივიდენ თქუენდა და წინაჲსწარ განგაკრძალნენ, და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი, რაჲთა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა ევლოგიაჲ და არა ვითარცა ანგაჰრებაჲ.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** შარშანდლიდან, გასული წლიდან.

† † † † † † †

სამშაბათისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, III, 13-19. [დას. იბ(12)]:

მკ. III: 13(ბ) † (მას ჟამსა შინა აღვიდა იესუ †) მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა, 14 და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად. 15 და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა. 16 და დასდვა სახელები: სიმონს – პეტრე, 17 და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი (და დასდვა მათ სახელები «ბანერგეს», რომელ არს: «ძენი ქუხილისანი»); 18 ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი 19 და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.

† † † † † † †

ღმრთისმშობელისა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IX, 1-7. [დას. ტკ(320)]:

ებრ. IX: 1(ბ) † (ძმანო, †) აქუნდა პირველსა მასცა*** (შჯულსა)* სამართალი მსახურებათაჲ, წმიდაჲ**** იგი სოფლიოჲ, 2 რამეთუ კარავი შეიმზადა პირველი, რომელსა შინა იყო სასანთლე იგი და ტაბლაჲ და დაგებაჲ იგი პურთაჲ, რომელსა ერქუა «წმიდა». 3 ხოლო შემდგომად (მეორე იგი კრეტსაბმელი კარვისაჲ)* [მეორისა კრეტსაბმელისა – კარავი]**, რომელსა ერქუა «წმიდაჲ წმიდათაჲ». 4 ოქროჲსაჲ აქუნდა სასაკუმევლე და კიდობანი იგი შჯულისაჲ, შემოსილი გარეთ და შინაჲთ ოქროჲთა, რომელსა შინა იყო ტაკუკი იგი ოქროჲსაჲ, სავსე მანანაჲთა, და კუერთხი იგი აჰრონისი, რომელი განედლდა, და ფიცარნი იგი შჯულისანი, 5 ხოლო ზედაკერძო მისსა ქერობინი დიდებისაჲ, რომელი აგრილობდა სალხინებელსა მას; რომელთათჳს არა არს აწ თითოეულად სიტყუად. 6 და ესე რაჲ ესრეთ აღმართებულ იყო, პირველსა მას კარავსა მარადის შევლენედ მღდელნი და მსახურებასა მას აღასრულებედ. 7 ხოლო შინაგანსა მას ერთგზის წელიწადსა მღდელთმოძღუარი იგი ხოლო შევიდის და არა თჳნიერ სისხლისა, რომელი-იგი შეწირის თავისა თჳსისათჳს და ერისა უმეცრებისათჳს.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

***  + „შჯულსა“ ABCLect. ბერძნულში არ არის, თუმცა იგულისხმება.

**** «წმიდაჲ» – აქ: «ტაძარი» (შდრ. კომენტარი: „«წმიდად» უწოდს «ტაძარსა»“, ეფრ. III, 70).

† † † † † † †

ღმრთისმშობელისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)]:

ლკ. X: 38(ბ) † (მას ჟამსა შინა შევიდა იესუ †) დაბასა რომელსამე, და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39 და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40 ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: „უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე“. 41 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42 ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“. <...> XI: 27 და იყო, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!“ 28 ხოლო თავადმან თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი!“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †