2024 წლის 4 ივნისი

საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ჟამისწირვაზერიგისა: საქმ. XII, 25-XIII, 12. [დას. ლა(31)]. ინ. VIII, 51-59. [დას. ლგ(33)]. მოწამისა ბასილისკოსი (I და IV ქართულებიდან): 2 ტიმ. II, 1-10. [დას. სჟბ(292)]. ინ. XV, 17-XVI, 2. [დას. ნბ(52)].

† † † † † † †

საქმ. XII: 25 † (მათ დღეთა შინა †) ბარნაბა და სავლე მიიქცეს იერუსალჱმით ანტიოქიადვე, ვითარ-იგი აღასრულეს მსახურებაჲ მათი; თანაწარიყვანეს იოვანეცა, რომელსა წოდებულ იყო მარკოზ. XIII: 1 და იყვნეს ანტიოქიას შინა, მსგავსად კრებულისა მის, წინაჲსწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუჲსმტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე. 2 და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: „გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ“. 3 მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს. 4 ესენი უკუე, ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად, და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ. 5 და შე-რაჲ-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა; თანაჰყვანდა იოვანეცა მსახურად. 6 და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუწინაჲსწარმეტყუელი, ჰურიაჲ, რომლისა სახელი ბარ-იესუ, 7 რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა. 8 ხოლო უჴდებოდა მათ ელჳმას, მოგჳ იგი (რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი), და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა სარწმუნოებისაგან. 9 ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიჰხედა მას 10 და ჰრქუა: „ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა? 11 და აწ-ესერა, ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და ვერ ჰხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე“. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და ეძიებდა მძღუართა. 12 მაშინ, ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა.

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, VIII, 51-59. [დას. ლგ(33)]:

ინ. VIII: 51 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე“. 52 ჰრქუეს მას ჰურიათა: „აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ! აბრაამ მოკუდა და წინაჲსწარმეტყუელნიცა. და შენ იტყჳ: «უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე». 53 ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაამისა, რომელი მოკუდა, და წინაჲსწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?“ 54 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: «ღმერთი ჩუენი არს იგი». 55 და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი; და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: «არა ვიცი იგი», ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ. 56 აბრაამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა“. 57 ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: „ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაამი გიხილავსა?“ 58 ჰრქუა მათ იესუ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაამის ყოფადმდე მე ვარ“. 59 აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას; ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით; განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ.

† † † † † † †

<შვილო ტიმოთე, განძლიერდი> მადლითა იესუ ქრისტესითა, და რაჲ-იგი გესმა ჩემგან, მრავალთა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არათუ შჯულიერად იღუაწოს. მშრომელისა მის ქუეყანისმოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად (ნაყოფისა)* [ნაყოფთა]** მოღებაჲ***. სცნობდ, (რომელსა-ესე)* [რომელსა-ეგე]** გეტყჳ, რამეთუ მოგცეს შენ უფალმან (გულისჴმისყოფაჲ)* [გულისხმისყოფაჲ]** ყოველსა შინა. მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან (დავითისა)* [დავითისსა]**, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, რომელსა შინა ძჳრს-ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრისმოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს. ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ (პოონ)* [პოვონ]** ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

*** . . «მიღება», «გასინჯვა», «ხმევა»...

 

ინ. XV, 17 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა (იყუარებოდით)* [იყუარობდეთ]** ურთიერთას. 18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: «არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა». უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი შჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: «მომიძულეს მე ცუდად». 26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ. XVI, 1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა

† † † † † † †

* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.

** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †