2024 წლის 30 მაისი

ჟამისწირვა წმ. იოანე ოქროპირისა. ჟამისწირვაზე რიგისა: საქმ. X, 34-43. [დას. კვ(26)] ინ. VIII, 12-20. [დას. კთ(29)]. მოციქულთა: რომ. XVI, 1-16. [დას. რკ(120)]. ლკ. X, 1-15. [დას. (50)]. ან: მოც. – 1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)]. მთ. IX, 36-38; X, 1-2, 5-8. [დას. ლდ(34)] (I-ქართულიდან)

† † † † † † †

საქმ. X: 34 † (მათ დღეთა შინა †) აღაღო პეტრე პირი თჳსი და თქუა: „ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთღება ღმრთისა თანა, 35 არამედ ყოველთა შორის თესლთა, რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს. 36 სიტყუაჲ იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაჱლისათა მახარებელად მშჳდობისა იესუ ქრისტეს მიერ, – ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ. 37 თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა, რომელმან-იგი იწყო გალილეაჲთ შემდგომად ნათლისცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე: 38 იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი-იგი მოვიდა ქველისმოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა. 39 და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათჳს, რომელნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალჱმს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა. 40 ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ, – 41 არა ყოვლისა ერისა, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა, 42 და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული ღმრთისა მიერ მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ. 43 ამას ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა მისითა ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს (მისსა)* [მისა]** მიმართ“.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, VIII, 12-20. [დას. კთ(29)]:

ინ. VIII: 12 მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ!“ 13 ჰრქუეს მას ფარისეველთა: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“. 14 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ. 15 თქუენ ჴორცთაებრ შჯით, ხოლო მე არავის ვშჯი. 16 უკუეთუ ვშჯიდე მე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედმე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ. 17 რამეთუ შჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: „ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“. 18 მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ“. 19 ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: „სადა არს მამაჲ შენი?“ მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“. 20 ამას სიტყუასა ეტყოდა ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

† † † † † † †

 

რომ. XVI: 1 † (ძმანო, †) შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩუენსა, რომელი-იგი არს მსახურ ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა, 2 რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა, და (თანადაუდეგით)* [თანადაუდგეთ]** მას, რომელიცა რაჲმე საქმე უჴმდეს (თქუენგან)* [თქუენ შორის]**, და რამეთუ იგიცა მრავალთა თანამდგომ ექმნა და თჳთ მეცა. 3 კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანაშემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ 4 (რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი (წარუპყრნეს)* [მოუდრიკნეს]**, რომელთადა არა (მე ხოლო)* [ხოლო მე]** მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი), 5 დასახლად-სახლად (კრებულნი მათნი)* [ეკლესიასა მათსა]**. კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ. 6 კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ. 7 კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ. 8 კითხვაჲ არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა, უფლისა მიერ. 9 კითხვაჲ არქუთ ურბანოსს, თანაშემწესა ჩუენსა ქრისტეს მიერ, და სტაქეს, საყუარელსა ჩემსა. 10 კითხვაჲ არქუთ აპელლეს, რჩეულსა ქრისტეს მიერ. კითხვაჲ არქუთ არისტოვულესგანთა მათ. 11 კითხვაჲ არქუთ ეროდიონს, ნათესავსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ნარკისოჲსგანთა მათ უფლისა მიერ. 12 კითხვაჲ არქუთ ტრჳფენას და ტრჳფოსას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიერ. კითხვაჲ არქუთ პერსიდას, საყუარელსა, რომელი ფრიად დაშურა უფლისა მიერ. 13 კითხვაჲ არქუთ რუფოსს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასა მისსა და ჩემსა. 14 კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლეგონს, ერმეს, პატრობას, (ერმის)* [ერმას]** და მათ თანათა მათ ძმათა. 15 კითხვაჲ არქუთ ფილოლოგეს და ივლიას, ნერეას და დასა მისსა, და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა. 16 მოიკითხევდით ურთიერთას ამბორისყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტესნი.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

 

1 და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოცდაათნი † (მას ჟამსა შინა, გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოცდაათნი მოწაფენი †) და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2 და ეტყოდა მათ: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3 წარვედით! აჰა-ესერა, მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. 4 ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ; და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. 5 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: „მშჳდობაჲ სახლსა ამას!“ 6 და უკუეთუ იყოს მუნ ძე მშჳდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან; უკუეთუ არათქუენდავე მოიქცეს. 7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს-არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა; ნუ მიხუალთ სახლითი სახლად; 8 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა 9 და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: „მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ“. 10 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: 11 „აჰა-ესერა, მტუერი, რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ“. 12 გეტყჳ თქუენ: სოდომელთაჲ უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. 13 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. 14 ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს საშჯელსა მას, ვიდრე თქუენ. 15 და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე...“