2023 წლის 26 ოქტომბერი

საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ცისკარზეღმრთისმშობელისა: ლკ. I, 39-49, 56. [დას. (4)]. ჟამისწირვაზერიგისა: კოლ. I, 24-29. [დას. სნბ(252)]. ლკ. IX, 7-11. [დას. მა(41)]. ღმრთისმშობელისა: ფილიპ. II, 5-11. [დას. სმ(240)]. ლკ. X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)].

† † † † † † †

ლკ. I, 39-49, 56. [დას. (4)]

39 და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა † (მას ჟამსა შინა, აღდგა მარიამ †) და წარვიდა მთად-კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. 40 და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. 41 და იყო, ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ 42 და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! 43 და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? 44 რამეთუ, აჰა-ესერა, ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. 45 და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ“. 46 და თქუა მარიამ: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, 47 და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, 48 რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ, აჰა-ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; 49 რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,...“

56 და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ ()*თუე და წარვიდა სახიდ თჳსა.

* წმიდაჲ ოთხთავის ახალი რედაქციიდან.

 

კოლ. I: 24 † (ძმანო, †) აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ, 25 რომლისა ვიქმენ მე მსახურ (მოღუაწებითა)* [განგებულებითა***]** ღმრთისაჲთა, (რომელი მომეცა მე)* [მოცემულითა ჩემდა]** თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა, 26 საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და (ნათესავითგან,)* [ნათესავთაჲთგან,]** ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა, 27 რომელთაჲ-იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოჲსაჲ მის წარმართთა შორის, რომელ არს ქრისტე თქუენ შორის, სასოებაჲ იგი დიდებისაჲ, 28 რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ, ვასწავებთ ყოველსა კაცსა და ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ, 29 რომლისათჳსცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა, შეწევნულისა ჩემ შორის ძალითა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ABCLect: «მოღუაწებითა» (κατὰ τὴν οἰκονομίαν).

† † † † † † †

 

სახარებაჲ ლუკაჲსი, ლკ. 9:7-11 (დას. 41). ლკ. IX, 7-11. [დას. მა(41)].

7 ესმნეს ჰეროდეს მეოთხედმთავარსა † (მას ჟამსა შინა, ესმნეს ჰეროდეს მეოთხედმთავარსა იესუსთჳს †) ყოველნი იგი საქმენი, რომელნი მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: „იოვანე ნათლისმცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით“. 8 ხოლო რომელნიმე იტყოდეს: „ელია გამოჩნდა“. და სხუანი იტყოდეს: „წინაჲსწარ¬მეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს“. 9 ხოლო ჰეროდე თქუა: „იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათჳს ესევითარი მესმის, არა ვიცი!“ და უნდა ხილვაჲ მისი. 10 და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესუს, რაოდენი ქმნეს. და წარიყვანნა იგინი და განეშორა თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან ბეთსაიდა. 11 ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხჳნა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისათჳს ღმრთისა, და რაოდენთა უჴმდა განკურნებაჲ, განჰკურნებდა

 

 

ფილიპ. II, 5-11. [დას. სმ(240)]

<ძმანო, ესე ზრახვაჲ> იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო, და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა, და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.

 

სახარებაჲ ლუკაჲსი, X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)].

38 და იყო, ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა † (მას ჟამსა შინა, შევიდა იესუ †) დაბასა რომელსამე, და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39 და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40 ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: „უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე“. 41 მი­უგო იესუ და ჰრქუა მას: „მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42 ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“.

11:27 და იყო, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!“ 28 ხოლო თავადმან თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი!“

† † † † † †