სერბეთის პატრიარქი გარდაიცვალა

დღეს,15 ნოემბერს, 10:45 წუთზე, ბელგრადში, სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში, წმინდა ზიარების მიღების შემდეგ გარდაიცვალა პეჩის მთავარეპისკოპოსი, ბელგრადისა და კარლოვაცის მიტროპოლიტი, სერბეთის პატრიარქი პავლე.
პატრიარქ პავლეს წმინდა საბას სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ და ანდერძისამებრ, რაკოვიცის მონასტერში 19 ნოემბერს დაკრძალავენ.
წმინდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოვალეობას ჩერნოგორიის მიტროპოლიტი ამფილოქე შეასრულებს.