საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება.
საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანის” ორგანიზებით, თბილისის მასშტაბით, მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვით მსვლელობაც მოეწყობა, რომელშიც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი მიიღებს მონაწილეობას.
მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იმართება. 16.00 საათზე კი, მეტეხის ხიდზე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.
წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.