ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი აკურთხა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრისთვის შენობა პენსილვანიაში ამერიკისა და კანადის ქართულმა სამრევლომ შეიძინა.
პირველ სადღესასწაულო წირვაზე მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ეკლესიაში გაწეული ერთგული სამსახურისათვის ამერიკაში მოღვაწე ქართველი სამღვდელოება დააჯილდოვა და ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი პეტრე ყრუაშვილი დაადგინა.
მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აქ ქართული ბაღისა და გიმნაზიის გახსნა იგეგმება.
ტაძრის გახსნამ პენსილვანიაში უამრავ ქართველს მოუყარა თავი. ეს ღირშესანიშნავი დღე საზეიმო კონცერტით დაგვირგვინდა.