ქობულეთის საერთაშორისო საზაფხულო ბანაკ “სამშობლოში” ახალი სეზონი დაიწყო

წელს საზაფხულო ბანაკი სამშობლო I ნაკადზე სენაკის უნარშეზღუდულ ბავშთა სახლის აღსაზრდელებსა და მრავალშვილიან სასულიერო პირთა ოჯახის შვილებს ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.
ბანაკი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გასულ წელს დაარსდა.
ახალი სეზონი კი წელს დღეს 1 ივლისს დაიწყო. ბავშვებისთვის საერთაშორისო ბანაკში ცეკვისა,სიმღერის გაკვეთილები ჩატარდება, ასევე მათთვის მოეწყობა ექსკურსიები.
გასულ წელს ბანაკში ფერეიდნელი ქართველები ისვენებდნენ. წელს კი ქობულეთში საინგილოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართველი ბავშვები შეიკრიბებებიან.