წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე, რომელიც ფერიაში მდებარეობდა, დღეიდან ფუნქციონირებას ხიმშიაშვილის ქუჩაზე გააგრძელებს

წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე (მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლი)რომელიც ფერიაში მდებარეობდა, დღეიდან ფუნქციონირებას ხიმშიაშვილის ქუჩაზე გააგრძელებს.
თავშესაფრის მშენებლობა ბათუმისა და ლაზეთის ეპაქრიამ იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით დაიწყო. ინვენტარისა და რემონტის დასრულებისთვის საჭირო თანხა აჭარის მთავრობამ გამოყო.
მოხუცებულთა თავშესაფრის გვერდით სმენადაქვეითებული პატარებისთვის რეაბილიტაციის ცენტრიც ამოქმედდება, რომელიც 80 მოზარდზეა გათვლილი.
სათნოების სავანე და სმენადაქვეითებულთა რეაბილიტაციის ცენტი მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა.