სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოხუმის უნივერსიტეტს წმინდა გიორგის ოქროს ორდენს გადასცემს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის უმაღლეს ჯილდოს – წმინდა გიორგის ოქროს ორდენს გადასცემს.
პატრიარქი წმინდა გიორგის ორდენს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჯონი აფაქიძეს პირადად გადასცემს.
ჯილდოს გადაცემის ცერემონია საპატრიარქოში 19:00 საათზე გაიმართება.
სოხუმის უნივერსიტეტი საქართველოს საერო და სასულიერო სასწავლებლებს შორის პირველია, რომელსაც წმინდა გიორგის ორდენი გადაეცემა.
საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს – წმინდა გიორგის ორდენის ტარების უფლება მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორს ექნება.