საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. საუბრის თემა რუსეთ-საქართველოს ომი და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება იყო.
მიშელ ალიომართან უწმინდესმა კონფლიქტების დროს საფრანგეთის, როგორც მედიატორის როლზეც ისაუბრა და მინისტრს გაწეული დახმარებისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით ითქვა, რომ საფრანგეთი საქართველოს პარტნიორია და მზად არის ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად იბრძოლოს.
საფრანგეთში ვიზიტის მეორე დღეს უწმინდესი ლევილის ქართველთა სასაფლაოზეც იმყოფებოდა, სადაც მას ქართველი ემიგრანტები ელოდნენ.
პატრიარქმა გარდაცვლილი ქართველების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, იქ შეკრებილი ემიგრანტები დალოცა და მათ სამშობლოში დაბრუნება უსურვა.