3 მაისს მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ოჯახში დამზადებული ღვინის II ფესტივალი გაიმართა

3 მაისს მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ოჯახში დამზადებული ღვინის II ფესტივალი გაიმართა.
სადეგუსტაციო ნიმუშების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სადეგუსტაციო კომისიას საქართველოში ცნობილი მეღვინეები წარმოადგენდნენ, რომლებიც 2 დღის განმავლობაში მუშაობდნენ 130-მდე ნიმუშიდან საუკეთესო ღვინოების გამოსავლენად.
გამარჯვებულთათვის ფულადი პრიზები და საჩუქრები დააწესეს:აჭარის ხელისუფლებამ; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ; აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ; მეღვინეობა “ხარებამ”; ქალაქ ბათუმის მერიამ; სამშენებლო კომპანია ,,ანაგმა’’; სააქციო საზოგადოება ,,ბაგრატიონმა’’; სამშენებლო კომპანია “ცენტრ-პოინტმა”; “ელიტ-ელექტრონიქსმა”; “თიბისი” ბანკმა; ბატონმა ზურაბ ტყემალაძემ; ბატონმა თემურ ბაკურიძემ; შპს “კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიამ”; ფონდმა ერთგულებამ;
დაწესებული იყო 21 პრიზი:I ადგილი (ოქროს მედალი) – საუკეთესო დასავლური წითელი ღვინო; საუკეთესო დასავლური თეთრი ღვინო; საუკეთესო აღმოსავლური წითელი ღვინო; საუკეთესო აღმოსავლური თეთრი ღვინო;
II ადგილი – (ვერცხლის მედალი) – საუკეთესო დასავლური წითელი ღვინო; საუკეთესო დასავლური თეთრი ღვინო; საუკეთესო აღმოსავლური წითელი ღვინო; საუკეთესო აღმოსავლური თეთრი ღვინო;
III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) – საუკეთესო დასავლური წითელი ღვინო; საუკეთესო დასავლური თეთრი ღვინო; საუკეთესო აღმოსავლური წითელი ღვინო; საუკეთესო აღმოსავლური თეთრი ღვინო; პრიზი ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორს; პრიზი “მეღვინე ქალი” ; პრიზი “საუკეთესო დებიუტი”; პრიზი “საუკეთესო ზვრები”; პრიზი “საუკეთესო მარანი”; პრიზი ეპარქიას საუკეთესო ღვინისათვის; პრიზი “დამწყები მეღვინე”.
ფესტივალი მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ტრადიციად დამკვიდრდა. ამჟამად კინოთეატრ “თბილისში” ჩატარდა, რომელსაც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ტაშირისა და დმანისის ეპისკოპოსი ზენონი, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე, სამღვდელოება, აჭარის ხელისუფლება, ბიზნესმენები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა “იბერიონმა,” ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა, ანსამბლმა “ბათუმმა”, ცეკვის ანსამბლმა “ხორუმმა”, ბათუმის წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებმა, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა “იბერიონმა” და ხალხურ საკრავთა ანსამბლმა “თოლიამ”.
ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი ტრადიციისამებრ მომავალ წელსაც ჩატარდება.