საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – დღეს განსაკუთრებით გვჭირდება თავმდაბლობა

დღეს განსაკუთრებით გვჭირდება თავმდაბლობა, უფალი ბრძანებს, რომ ღმერთი ამპარტავანთ შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს, – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დღეს დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება.
კათალიკოს-პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
ილია მეორემ მიულოცა მრევლს დღევანდელი დღე და ფეხბანვის წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ფეხბანვის წესით უფალმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად აუცილებელია თავმდაბლობა”,-ბრძანა პატრიარქმა.