გვიახლოვდება 9 აპრილი, დღე, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში აღიბეჭდა, როგორც თავისუფლებისათვის ერის ბრძოლის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. შეიცვალა დრო და, რა თქმა უნდა, პრობლემებიც, მაგრამ საფრთხე როგორც უწინ, ახლაც არსებობს და მის თავიდან ასაცილებლად თვითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს.
ოფიციალური განცხადებებით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალადობას გამორიცხავს, რადგან მიაჩნიათ, რომ მშვიდობიან მეთოდებშია მათი ძლიერება. ეს მართლაც ასეა; უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველა პრობლემის გადაჭრას სწორედ მშვიდობით, სიკეთითა და სიყვარულით გვასწავლის. მაგრამ არ არის გამორიცხული პროვოკაციის საფრთხე.
ამიტომაც კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფალთ, – არ დაუშვათ ძალის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მივმართავ ოპოზიციას, – მაქსიმალურად უზრუნველჰყავით აქციის მშვიდობიანი ფორმები.
მივმართავ სამართალდამცავებს და სამხედრო პირებს, – გახსოვდეთ, თქვენს წინაშე თქვენი მოყვასი, თქვენი სისხლი და ხორცი იდგება. მივმართავ აქციის თითოეულ მონაწილეს, – გააცნობიერეთ, რომ ყოველგვარი აგრესია, მათ შორის სიტყვიერიც, დაუშვებელია და მისი ნებისმიერი გამოვლინება თქვენ თვითონ უნდა აღკვეთოთ.
მე მინდა მივმართო საქართველოს არაქართულ მოსახლეობასაც, – ჩვენ მრავალი ავისმსურველი გვყავს და არ არის გამორიცხული, პროვოკაციული ქმედებები თქვენს მიმართაც განხორციელდეს, რათა დაძაბულობის სხვა კერებიც გაჩნდეს; თქვენ საქართველოს შვილები ხართ და იმედი მაქვს, გამოავლენთ ამ ქვეყნისადმი თქვენ სიყვარულსა და ერთგულებას და საჭიროების შემთხვევაში მის სადარაჯოზე დადგებით.
შეგახსენებთ უფლის ამ სიტყვებსაც: “რომელმან აღიროს მახვილი მახვილით წარწყმდეს”.
მაშ, რამდენად მძიმე და საშინელი იქნება ხვედრი იმ ადამიანისა და მისი მოდგმისა, ვისმა მიზანმიმართულმა ან თუნდაც უგუნურმა ქმედებამ შეიძლება ქვეყნის ბედი სასწორზე შეაგდოს და სისხლისღვრამდე მიგვიყვანოს. ნუ იყოფინ!
ჩვენ ყველამ, – ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, ხალხმაც და ეკლესიამაც მხოლოდ ისეთი ღირსეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და გამოადგება.
ნუ ვიქნებით კატეგორიულები და გახსოვდეთ, სამშობლოს კეთილდღეობა აღემატება ჩვენს პირად ბედნიერებასა და კეთილდღეობას.
მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის და იყო და იქნება (გამოცხ. 1, 4).
ამინ!
8 აპრილი, 2009 წელი