მსოფლიოში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელის შემდეგ აგერ უკვე ორი წელია საქართველოში შობადობის ბუმი დაიწყო რომლის ინიციატორიც ქვეყნის უმაღლესი საეკლესიო პირია.
2007 წლის ბოლოს კავკასიის რეგიონში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის გამოსასწორებლად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამოვიდა ინიციატივით, რომ თავად მონათლავდა ყველა მესამე და შემდგომ ბავშვს. პირობა იყო მხოლოდ ერთი: მოინათლებოდა ინიციატივის გამოცხადების შემდეგ დაბადებული ახალშობილი. ინიციატივის შედეგად მოხდა ის, რასაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია “სასწაულს” უწოდებს.
იოლი გადაწყვეტილება
2008 წლის განმავლობაში ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, რაც ოთხჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს. მშობელთა უმრავლესობა ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს პატრიარქის ინიციატივის შემდეგ.
გიორგი და ფატი ბლუაშვილებს მეოთხე შვილი შეეძინათ, სახელად გივიკო. ბავშვს დიდი ცისფერი თვალები და ფართო ღიმილი აქვს. გივიკო ცელქობს და არ მაძლევს საშუალებას ინტერვიუ ავიღო დედამისისგან.
ფატის თქმით, კიდევ ერთი შვილის გაჩენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ იოლი იყო “პატრიარქის ინიციატივის შემდეგ ეჭვიც არ შემპარვია რომ გვეყოლებოდა გივიკო. როდესაც მან განაცხადა რომ მონათლავდა ყველა მესამე და შემდგომ ბავშვს, ჩვენ უარს ვერ ვიტყოდით ასეთ შანსზე. პატრიარქის მიერ ბავშვის მონათვლა განსაკუთრებული მადლია”.
ფატის აზრს იზიარებენ სხვა მშობლებიც. ეს არც არის გასაკვირი იმ ქვეყნისათვის სადაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანია.ყოველ ხუთშაბათს, შუადღისას ათობით მშობელი დგას რიგში რათა პატრიარქის მოსანათლთა სიაში შეიყვანოს თავისი ახალშობილი პატარა. ნათლობის ცერემონია ტარდება წელიწადში ოთხჯერ.
სამი თვის ვაჟის ახალგაზრდა დედა, სახელად ნინო, წერს რა თავისი შვილის სახელს სარეგისტრაციო სიაში ამბობს, რომ დიდი პატივია შენი წვლილი შეიტანო შობადობის ამაღლების საქმეში – “პატრიარქმა მართლაც უდიდესი საქმე გააკეთა ამ ინიციატივით. დარწმუნებული ვარ მშობელთა უმრავლესობის გადაწყვეტილება მისი სიტყვებით იყო განპირობებული. თუ მისი უწმინდესობა მონათლავს თქვენს ბავშვს, ეს ნიშნავს, რომ იგი ხდება თქვენი ბავშვის ნათლია. ეს კი უდიდესი პატივია”.
არ არის მოულოდნელი
შემდეგი მასიური ნათლობა დაგეგმილია აპრილის დასაწყისისათვის. ათასობით მშობელი თავის ახალშობილთან ერთად მოვა თბილისის ყველაზე დიდ ეკლესიაში, სამების ტაძარში. მისი უწმინდესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ ბავშვებს განბანენ წყლით სავე აუზში.
პატრიარქი ძალზედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. ბევრისთვის ის ცხოვრებაში ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნება.
ეკლესიის წარმომადგენლებისათვის შობადობის ზრდა არ არის მოულოდნელი.“რწმენა მტკიცდება”, ამბობს პატრიარქის ფონდის წარმომადგენელი ირაკლი ქადაგიშვილი. ფონდის მიზანია ეკლესიის ინტერესების ხელშეწყობა. “პატრიარქს უყურებენ არა მხოლოდ როგორც საეკლესიო ფიგურას, არამედ როგორც ქვეყნის ავტორიტეტს. როდესაც მან დაინახა შობადობის ზრდის აუცილებლობა, იგი გამოვიდა ასეთი ინიციატივით. ეს უბრალოდ სტიმული იყო იმ მშობლებისათვის რომლების ფიქრობდნენ თუმცა ვერ გადაეწყვიტათ კიდევ ერთი შვილის გაჩენა”.
ეკლესია ქულებს იწერს შობადობის მაჩვენებლის ზრდით. მაგრამ, არის სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორებიც, მათ შორის ეკონომიკური.
გიორგი ვაშაძემ, საქართველოს სამოქალაქო რეესტის ხელმძღვანელმა, წარმმოგვიდგინა ბოლო მონაცემები. მისი თქმით, 2007 წლის შობადობის მაჩვენებლის ზრდა 48 000-დან 57 000-მდე 2008 წელს შესაძლოა აიხსნას პატრიარქის ინიციატივით, თუმცა ასევე აღსანიშნავია შემოსავლების ზრდაც.
“ვინ ქმნის ახლა ოჯახს? ის ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ უმუშევარი იყვნენ. წინათ მათ არანაირი შემოსავალი არ გააჩნდათ და ოჯახსაც ვერ ქმნიდნენ. დღეს კი ისინი მუშაობენ, აქვთ სტაბილური შემოსავალი, შესაძლოა არა ისეთი მაღალი როგორც (ზოგიერთ) ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ საქართველოსთვის ეს სავსებით ნორმალურია. ამდენად, მე მიმაჩნია რომ ძირითადი ფაქტორი სწორედ ეს არის” – ამბობს გიორგი ვაშაძე.
ქვეყანაში, სადაც გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7,9%-ს შეადგენს ძნელად წარმოსადგენია, რომ შობადობის ბუმი ეკონომიკური ფაქტორით იყოს განპირობებული. თუმცა, საქართველოში არ არის საჭირო ეკლესიის როლის ზედმეტად შეფასებაც. ოცი წლის წინ, ვიდრე საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა საბჭოთა კავშირიდან, მართლმადიდებელი რელიგია თითქმის ჩამკვდარი იყო აქ.
ახლა კი საკმაოდ ნათლად ჩანს, რომ საქართველოში რწმენა არასდროს ყოფილა ასეთი მტკიცე.
ტომი ესლემონტიბი-ბი-სი ნიუსი, თბილისი
იხილეთ http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7964302.stm