პატრიარქმა ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებაზე ზრუნვაზე იქადაგა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებაზე ზრუნვაზე იქადაგა.
“ხანდახან ამბობენ, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია, მე არავითარ შემთხვევაში არ ვუშვებ ამ აზრს”, – ბრძანა პატრიარქმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთი და შიდა ქართლი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ღვთის ნება და ხალხის სურვილიც ასეთია.
“ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ მთლიანი და ძლიერი იყოს საქართველო”, – დასძინა კათალიკოს პატრიარქმა.
ქადაგებისას პატრიარქმა გუშინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრასაც შეეხო, სადაც მან ამერიკელ სტუმარს “მშვიდობიანი კავკასიის” იდეა შესთავაზა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ის სასულიერო პირებიც დააჯილოვა, რომელთაც 12-12 შვილი ჰყავთ.