ახალგაზრდებისთვის ლექციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წაიკითხავს

ყოველ სამშაბათს 15.00 სთ. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი), შემეცნებითი საუბრების პროგრამით, ახალგაზრდებისთვის ლექციას წაიკითხავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
კათოლიკოს-პატრიარქი სისტემატურად შეხვდება ახალგაზრდებს და სხვადასხვა თემაზე ისაუბრებს, უპასუხებს მათ მიერ დასმულ კითხვებს.
დასწრება თავისუფალია.