მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს.
დიდმარხვის დაწყების წინ მორწმუნეები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ.
შენდობის წესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულა.
დიდმარხვა წელს 2 მარტიდან დაიწყება და 19 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.