პატრიარქმა მასზე ლოცვისთვის მრევლს მადლობა გადაუხადა

“მე არ შემიძლია უთქვენოდ და თქვენ არ შეგიძლიათ უჩემოდ,” – ამ სიტყვებით გერმანიიდან დაბრუნებულმა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქართველ ერს მიმართა. ყოველკვირეულ ქადაგებაში უწმინდესმა მრევლს მადლობა გადაუხადა მასზე ლოცვისათვის, რაც პატრიარქს გამოჯანმრთელებაში შეეწია.
უწმინდესმა ქადაგებისას მშვიდობასა და ქვეყნის გაერთანებაზე ისაუბრა. პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების სწორად აღზრდისა და განათლების მნიშვნელობაზე.
“ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული; ქვეყნის, ერის და ეკლესიის მთლიანობა სუფევდეს საქართველოში,” – განაცხადა უწინდესსმა.