რუსეთის მე-16 პატრიარქი მიტროპოლიტი კირილე გახდა

წუხელ მოსკოვისა და რუსეთის რიგით მე-16 პატრიარქად სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე გამოარჩიეს.
არჩევნების დროს, რომელიც მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში მიმდინარეობდა, მიტროპოლიტმა კირილემ ხმების 72 პროცენტი – 508 ხმა დააგროვა. სულ არჩევნებში 702 დელეგატი მონაწილეობდა.
მიტროპოლიტ კირილეს გარდა, რუსეთის პატრიარქის ტახტზე პრეტენზიას კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტი კლიმენტი აცხადებდა, რომელმაც 169 ხმა მოაგროვა (24 პროცენტი).
მიტროპოლიტ კირილეს მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქად 1 თებერვალს აკურთხებენ.