საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე კარგ შეთანხმებებს მივაღწიეთ

მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე კარგ შეთანხმებებს მიაღწიეს.
“საკმაოდ კარგი, დადებითი, შეთანხმებები იყო, მაგრამ ამას გაგრძელება უნდა, ფრთხილი და დიპლომატიური მიდგომა. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება ამას გააგრძელებს”, _ აღნიშნა უწმინდესმა პატრიარქმა.
ამასთან, როგორც პატრიარქმა ბრძანა, 24 დეკემბერს საქართველოში რუსეთიდან დიდი დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც ყოფილი კულტურის მინისტრი, ამჟამად მედვედევის მრჩეველი მიხეილ შვიდკოი უხელმძღვანელებს. რუსული დელეგაცია სამეცნიერო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.