“საქართველო ერთიანი იქნება”, – ბრძანებს პატრიარქი

“საქართველო ერთიანი იქნება,” – პატრიარქმა დღეს ქადაგებაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. “ქვეყნის ერთიანობა ერის ერთიანობით მიიღწევა,” – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა ქადაგების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმაც, მიხეილ საკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მოსახლეობა ერთმანეთის გვერდზე უნდა დადგეს.